ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სისხლიანი გარჩევა სასაფლაოზე - შილდაში არასრულწლოვანმა ახალგაზრდა კაცი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოზე მომხდარი დაპირისპირებისას 20 წლამდე ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო, მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

სისხლიანი გარჩევა სასაფლაოზე - შილდაში არასრულწლოვანმა ახალგაზრდა კაცი დაჭრა
სისხლიანი გარჩევა სასაფლაოზე - შილდაში არასრულწლოვანმა ახალგაზრდა კაცი დაჭრაTV პირველი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაპირისპირების დროს 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიჭს ჭრილობები არასრულწლოვანმა მიაყენა.

mak.ge წერს, რომ დაშავებული 112 ის ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც გამოცემამ “მთავარი ამბები კახეთიდან” გაარკვია, შილდაში ქორწილის მეორე დღე ახალგაზრდებმა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში აღნიშნეს.

სოფელში დაბრუნების შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.

სასაფლაოზე მყოფ პირებს არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ჯგუფის წევრმა, ქორწილის მონაწილე ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში აქვს მიყენებული.

პოლიციამ დაჭრილის თანმხლები პირები და მათი ოჯახის წევრები გამოკითხვის მიზნით, ყვარლის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის. ნაკლების ჩვენება

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები