ყვარელში 20 წლამდე ბიჭი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა დაჭრა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ბიჭი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ბიჭი დაჭრეს.
ახალგაზრდას ჭრილობები სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა მიაყენა.
შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, შილდაში ქორწილის მეორე დღის აღნიშვნის შემდეგ მეგობრები ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც მათ არასრულწლოვანთა ჯგუფთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც სავარაუდოდ, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა.
დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში აქვს მიყენებული.
ის საავადმყოფოში მოათავსეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…