ლევან მაჭავარიანი – 2028 წელს ჩვენ კვლავ მოვახერხებთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას, აგენტურული ოპოზიცია ჯერ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვნახოთ, რომელი დარჩება პოლიტიკურ ველზე
ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „აგენტურული ოპოზიცია“ ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, რათა გამოჩნდეს, რომელი დარჩება პოლიტიკურ ველზე. მისი მტკიცებით, „ქართული ოცნება“ 2028 წელს კვლავ შეძლებს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას.

აგენტურული ოპოზიცია ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, თუ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შემდეგ აცხადებენ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2028 წლისთვის მოახერხებს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას.
„ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რასაც ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელით იმ აგენტურულ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვედავებით. ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, თუ რომელიმე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ შემდეგ აცხადებენ რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და ჩვენ ამას ვუყურებთ უკვე 14 წელია. სულ რომ თავი დავანებოთ იმ კრიმინალურ და სისხლიან წარსულს, როდესაც ისინი მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, არის მუდმივ რეჟიმში საბოტაჟირება, რყევა, არჩევნებზე ბოიკოტი, მანდატების დახევა და ასე შემდეგ
დარწმუნებული ვარ, რომ 2028 წელს ჩვენ კვლავ მოვახერხებთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას. მილიონზე მეტი ჩვენი მხარდამჭერი, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე მოვიდა, თითქმის იგივე რაოდენობა მოვიდა 2025 წლის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გავიმეორებთ იმავე შედეგს, რაც შეეხება აგენტურულ ოპოზიციას, ჯერ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ და მერე ვნახოთ რომელი აგენტურული პარტია დარჩება პოლიტიკურ ველზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ეთერში განაცხადა: „„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, არ უნდა მივიდეს ხალხი, ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან, ქუჩისა და წინააღმდეგობის გარდა, გზა არ არსებობს“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…