პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

ტონი კროოსმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ამჟამინდელი სათამაშო სტილით ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდება. მისი თქმით, გუნდი ზედმეტად არის დამოკიდებული ბევრი გოლის გატანაზე, რაც ევროპულ ტურნირზე სახიფათო მიდგომაა.

"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
სპორტალი

ვეტერანმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა საკუთარ პოდკასტში "Einfach mal Luppen"-ში "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა.

"რეალის" ყოფილი ნახევარმცველის თქმით, "ბლაუგრანას" მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება გაუჭირდება.

"პირადად მე "ბარსელონას" ამჟამინდელი სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. მაგრამ ასეთი სტილით ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთული იქნება.„ბარსელონას“ სათამაშო მიდგომა ყოველთვის მეტი საგოლე მომენტის შექმნას ეფუძნება.თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ამის გაკეთება გაცილებით რთულია.

იქ ისეთ გუნდებს ხვდები, რომლებსაც ერთ მატჩში რამდენიმე გოლის გატანა შეუძლიათ. ასევე გიწევს თამაში გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც დაცვაში გამორჩეულად კარგად მოქმედებენ და უბრალოდ არ გაძლევენ საშუალებას, ისე ითამაშო, როგორც გსურს. ასეთ დროს დაცვაშიც თამაში უნდა შეგეძლოს.

"ბარსელონა" ზედმეტად არის დამოკიდებული იმაზე, რომ მატჩის მოსაგებად ორი ან სამი გოლი გაიტანოს. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი მიდგომა სახიფათოა", - განაცხადა კროოსმა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები