ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მხოლოდ საკლუბო სეზონის გათვალისწინებით, ოქროს ბურთს ხვიჩა კვარაცხელიას გადასცემდა. კროოსის თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ევროპის უძლიერესი გუნდის საუკეთესო მოთამაშე იყო.

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრასპორტალი

მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა, 2026 წლის "ოქროს ბურთის" შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ საკლუბო სეზონის მიხედვით გამარჯვებულად ხვიჩა კვარაცხელიას დაასახელებდა.

"წელს არავის მოუგია ყველა შესაძლო ტიტული. გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის წელს კენჭისყრა განსხვავებულია, მუნდიალის შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მხოლოდ საკლუბო სეზონს რომ ვაფასებდეთ, ჩემი აზრით, კვარაცხელიამ ბრწყინვალედ იასპარეზა. ჯილდოს მას მივცემდი, რადგან ევროპის უძლიერესი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ხვიჩას მეექვსე ადგილი აჩვენებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გარეშეც გამარჯვების შესანიშნავი შანსი ექნებოდა. თუმცა, მასზე წინ მყოფმა ფეხბურთელებმა მუნდიალზე შესანიშნავად ითამაშეს.

მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ ყოფილიყო, მბაპე ხუთეულში ვერ მოხვდებოდა. იამალსაც გაუჭირდებოდა იქ მოხვედრა, მსოფლიო ჩემპიონატი რომ ვერ მოეგო", - განაცხადა კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტში.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" გამარჯვებული "ბაიერნისა" და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი გახდა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები