არჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც
არჩილ გორდულაძის განცხადებით, წარსულში ადამიანის უფლებების დამრღვევ ძალებთან კოალიციის შექმნა მომავალში იმავე ქმედებების გაგრძელების საფრთხეს ქმნის და პარტიას მათ თანამონაწილედ აქცევს.
როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ თანაამსრულებელია წამების, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.
გორდულაძის განცხადებით, იმ კონკრეტულ ძალებთან კოალიციაში შესვლა, რომლებიც წარსულში ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ, მომავალში იმავე ქმედებების გაგრძელების საფრთხეს ქმნის.
„ჯერ ხომ ასეთი გამიჯვნა არ არსებობს და არ უთქვამთ კონკრეტულ პარტიებს და ბევრი მტკიცებულებაა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის კიდევ ერთხელ, პლენუმის წინაშე ნათქვამი იყო სიტყვები, რომ არავითარი ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა. არც პენიტენციურ სისტემაში. როდესაც სიტყვები სისტემური და სისტემატური ჩვენი ნათქვამი არ არის, ეს სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამია, ამ დროს კონკრეტული პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ამას ვემიჯნებით, რაც არ გაუკეთებიათ კიდეც. სულ რომ გაეკეთებინა, მერე თავისი ქმედება გამოხატულია, რომ ამ პარტიასთან ერთად იგი აპირებს, კოალიციური მმართველობა შექმნას, რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელი ხდება, რომ წარსულში რომ იგი ფეხქვეშ თელავდა ადამიანს, როგორც ინდივიდს და უმაღლეს ღირებულებას, მომავალშიც, კოალიციური მმართველობის შემთხვევაშიც, იმავეს გააკეთებს, პირდაპირ თანამონაწილე გახდება“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაარჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
არჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
არჩილ გორდულაძე: „პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“
არჩილ გორდულაძე – პარტია, რომელიც ქმნის მწამებლურ სისტემას და დღესაც არ ემიჯნება ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის აღქმებს, რომ მომავალში იმავეს გააკეთებს
არჩილ გორდულაძე: “როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაშემსრულებელია, მისი განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…