პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე – პარტია, რომელიც ქმნის მწამებლურ სისტემას და დღესაც არ ემიჯნება ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის აღქმებს, რომ მომავალში იმავეს გააკეთებს

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნება

არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ადამიანის უფლებების დარღვევებს არ ემიჯნება, ტოვებს განცდას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს.

არჩილ გორდულაძე – პარტია, რომელიც ქმნის მწამებლურ სისტემას და დღესაც არ ემიჯნება ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის აღქმებს, რომ მომავალში იმავეს გააკეთებს
პირველი არხი

არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო უდრის რომელიმე პარტიას. სახელმწიფოსა და პარტიას შორის არის მტკიცე ხაზი, – ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოსამართლის, ვასილ როინიშვილის შეკითხვას, „მისთვის „ქართული ოცნება“ უდრის თუ არა სახელმწიფოს“.

გორდულაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია პარლამენტის მიერ, მაგრამ ამ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე პასუხისმგებლობას იღებენ იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც მოამზადეს სამუშაო ვერსია, შემდეგ გამოიტანეს საყოველთაო განხილვაზე, გაითვალისწინეს შენიშვნები და საბოლოო ჯამში, ამ პარტიის წარდგენისა და მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა.

გორდულაძის შეფასებით, პარტია, რომელიც არ ემიჯნება საკუთარ დანაშაულებს, ტოვებს იანცდას, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს.

„ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, X პარტია თუ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში, ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%, დაახლოებით 227 საქმე, 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა, რათა სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება არ არის სახელმწიფოს მხრიდან, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, ყოფილი პრეზიდენტის მიერ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. ადამიანები მსჯავრდებული არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მაგალითად, წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც არ ემიჯნება ამ ქმედებებს და ქმნის სისტემას, რომელიც არის მწამებლური, რა თქმა უნდა, პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები. ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და დღესაც როცა საუბრობენ, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, არ ემიჯნებიან უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და საუბრობენ, თურმე პარალელური სამყარო არსებობს, ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი, კონკრეტული პარტია, დღესაც როცა არ ემიჯნება, ქმნის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „პარტია, რომელიც მწამებლურ სისტემას ქმნის, და ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და მეორე, როდესაც დღესაც საუბრობენ, რომ ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, არ ემიჯნებიან ადამიანის უფლებების დარღვევებს, ქმნის იმის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მისთვის „ქართული ოცნება“ უდრის თუ არა სახელმწიფოს“
ვასილ როინიშვილი
„ჰიპოთეტური დაშვება რომ გავაკეთოთ, X პარტია თუ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ადამიანის წამება დასაშვებია და ეს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იქნება, ამ შემთხვევაში, ვინც კი მხარს დაუჭერს ამ ჩანაწერს, ყველა დაარღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას. 1999 წლიდან დღევანდელ დღემდე დაახლოებით 300 სარჩელია წასული სტრასბურგის სასამართლოში, მათი 80%, დაახლოებით 227 საქმე, 2004-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებს მიემართება. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც დაფიქსირებულია სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევები. საუბარია, რომ საკუთრების დაცვის უფლების რეალიზების უფლება არ არსებობდაო ამ ქვეყანაში, საუბარია ასევე, რომ სისტემური და სისტემატური იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანების წამება, ამავდროულად, ერთ-ერთ საქმეში პირდაპირ მითითებულია, რომ ხელისუფლების შტოები, მათ შორის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა, რათა სასამართლოს განაჩენი არ აღსრულებულიყო და პასუხისმგებლობა არ დამდგარიყო. ერთ შემთხვევაში არავითარი რეაგირება არ არის სახელმწიფოს მხრიდან, მთელ რიგ შემთხვევებში კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც ადამიანებს აწამებდნენ, ყოფილი პრეზიდენტის მიერ აქვთ ღირსების ორდენები მიღებული. ადამიანები მსჯავრდებული არიან უმძიმეს დანაშაულებში, როგორიც არის მაგალითად, წამება, ადამიანების თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და პარტია, რომელიც არ ემიჯნება ამ ქმედებებს და ქმნის სისტემას, რომელიც არის მწამებლური, რა თქმა უნდა, პარტიას სრულად მიემართება ეს ჩადენილი ქმედებები. ერთია წარსულში ჩადენილი ქმედებები და დღესაც როცა საუბრობენ, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, არ ემიჯნებიან უფლებების დარღვევებს, ფაქტების წინააღმდეგ მიდიან და საუბრობენ, თურმე პარალელური სამყარო არსებობს, ამ სისტემის შემქმნელი, ვინც არის პასუხისმგებელი, კონკრეტული პარტია, დღესაც როცა არ ემიჯნება, ქმნის აღქმებს, რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებს“
არჩილ გორდულაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: შეუძლებელია უბრალოდ ვინმემ თქვას, რომ ჩვენი სარჩელი დასაბუთებული არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გვიცხოვრია და მომავალშიც ვაპირებთ ცხოვრებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები