ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთის სანაპიროსთან რუსული დრონი იპოვეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, პომერანიის სავოევოდოს სანაპიროსთან, იაროსლავეცის მახლობლად, სამხედროებმა ბალტიის ზღვის წყლიდან დრონი ამოიღეს. პირველადი შემოწმებით, ეს რუსული წარმოშობის სამხედრო დრონია.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთის სანაპიროსთან რუსული დრონი იპოვეს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - პოლონეთის სანაპიროსთან რუსული დრონი იპოვესინტერპრესნიუსი

პოლონეთის სანაპიროსთან რუსული დრონი იპოვეს, - ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის ცნობით, პოლონელმა სამხედროებმა დრონი პომერანიის სავოევოდოს სანაპიროსთან ახლოს წყლიდან ამოიღეს.

„იაროსლავეცის მახლობლად, სოფელ რუსინოვოს სანაპიროსთან ახლოს, სამხედროებმა ბალტიის ზღვის წყლიდან დრონი ამოიღეს. პირველადი შემოწმებით, ეს რუსული წარმოშობის სამხედრო დრონია”, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების ზომებია მიღებული და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან რუსული დრონი ჩამოვარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები