არჩილ გორდულაძე – ოპოზიციური პარტიები თუ არ დააფიქსირებენ, რომ 2004-2012 წლებში ირღვეოდა უფლებები და შექმნიან კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პასუხისმგებლობას აიღებენ ამ ქმედებებზე
არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარტიები, რომლებიც არ ემიჯნებიან 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევას და „ენმ“-სთან კოალიციას ქმნიან, პასუხისმგებლობას იღებენ მის ქმედებებზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვისას განაცხადა, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის წარსულ საქმიანობას, პასუხისმგებლობას იღებენ ამ პარტიის ქმედებებზე.
მისი თქმით, თავდაცვითი დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება, პარტიები მკაფიოდ თუ არ გაემიჯნებიან 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამ ფონზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას შექმნიან.
„თითოეული პარტია თუ ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს, არ იტყვის, რომ მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო, მკაფიოდ არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით იღებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას აქვს ჩადენილი. სხვა განმარტების შემთხვევაში, გამოდის, რომ არც თავდაცვითი დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპები და არც სამართლებრივი სახელმწიფო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება, ერთმა პარტიამ ჩაიდინოს დანაშაული, შემდეგ კი მასთან ახლად აღმოცენებული პარტიები გაერთიანდნენ, კვლავ ფეხქვეშ გათელონ დემოკრატია, დაარღვიონ მისი პრინციპები ისე, რომ თავდაცვითი დემოკრატიის ცნებასა და პრინციპს არსებობის შესაძლებლობაც აღარ დარჩეს“, – განაცხადა გორდულაძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაარჩილ გორდულაძე: როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ
არჩილ გორდულაძე: როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ
არჩილ გორდულაძე: „როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ისე მოქმედებდნენ“
არჩილ გორდულაძე: „თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…