ტრამპის განცხადებით, ირანზე ახალი თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“, თუ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანზე ახალი თავდასხმები ნაკლებად სავარაუდოა, თუკი თეირანი მკაცრ შეთანხმებას მოაწერს ხელს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანი ფინანსურად განადგურების პირასაა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ვაშინგტონს შეუძლია მათ საბოლოო წერტილი დაუსვას.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, შეერთებულ შტატებს ირანთან ომში ხელახლა ჩაბმა დასჭირდეს, თუკი თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში და ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხში პროგრესი იქნება.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, მოაწერენ თუ არა ისინი ხელს ძალიან მკაცრ შეთანხმებას“, - განაცხადა ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტ ჯიმ შუტოკთან 20-წუთიანი სატელეფონო ინტერვიუს დროს. - „პასუხია - ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. ისინი მარცხისთვის განწირული ერია. ახლახან გავრცელდა მონაცემები, თქვენც ნახეთ, წელს 301%-იანი ინფლაცია აქვთ. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. საჭიროების შემთხვევაში წავიდოდი ამ ნაბიჯზე, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. მე მათ ისეთი დარტყმა მივაყენე... წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა დარტყმა მივაყენე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ეკონომიკურ და სამხედრო მდგომარეობაზე საუბარი ასე გააგრძელა: „ასე რომ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება მომიწიოს. ისინი ფინანსურად განადგურების პირას არიან. ჩვენ მათ სამხედრო თვალსაზრისით მივაყენეთ დარტყმა. ჩვენ შეგვიძლია მათ საბოლოო წერტილი დავუსვათ“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს დამოკიდებულია იმაზე, მოაწერენ თუ არა ისინი ხელს ძალიან მკაცრ შეთანხმებას“
„პასუხია - ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. ისინი მარცხისთვის განწირული ერია. ახლახან გავრცელდა მონაცემები, თქვენც ნახეთ, წელს 301%-იანი ინფლაცია აქვთ. ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საჭირო გახდეს. საჭიროების შემთხვევაში წავიდოდი ამ ნაბიჯზე, მაგრამ ჩვენ მათ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ. მე მათ ისეთი დარტყმა მივაყენე... წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა დარტყმა მივაყენე“
„ასე რომ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამის გაკეთება მომიწიოს. ისინი ფინანსურად განადგურების პირას არიან. ჩვენ მათ სამხედრო თვალსაზრისით მივაყენეთ დარტყმა. ჩვენ შეგვიძლია მათ საბოლოო წერტილი დავუსვათ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…