არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის შესახებ: „როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რომლებიც 2004-2012 წლებშია ჩადენილი“
არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ გახარიას პარტიამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად 4 მუნიციპალიტეტში თანამდებობები გაინაწილა, რითაც 2004-2012 წლებში ჩადენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებზე პასუხისმგებლობა გაიზიარა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე გახარიას პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„აქ ლაპარაკი კონკრეტულ პიროვნებებზეა, თუ პარტიებზეა, რომლებიც კონკრეტული პიროვნებებისა და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და არაკონსტიტუციური ქმედებებისგან შედგება?! მაგალითად, როდესაც გახარიას პარტიას ჰქონდა კოალიცია – სიტყვა „კოალიცია“ რომ არ მოსწონთ, ერთობა დაარქვან, ვინმეს არ ახსოვს, რომ 2021-2024 წლებში მათ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, თანამდებობები გაინაწილეს 4 მუნიციპალიტეტში?!
როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რომლებიც არის 2004-2012 წლებში ჩადენილი და მიმდინარე პერიოდშიც არათუ არ ემიჯნები, პირიქით, ამ ყველაფრის მონაწილე ხარ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ, მაგალითად, ჰიტლერი გადარჩებოდა და ჰიტლერთან ვინმე შევიდოდა კოალიციაში, რა თქმა უნდა, ის სრულად აიღებდა პასუხისმგებლობას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ იმ დანაშაულებზე, რომელიც ჰიტლერსა და მის პარტიას ჰქონდათ ჩადენილი. ახლა გამოდიან და ამბობენ, – ჩვენ არ მოგვემართებაო. ძალიან კარგად იციან, რა მიემართებათ და რა არაკონსტიტუციური ნაბიჯები აქვთ გადადგმული.
ამავდროულად, თავისთავად აღებული ერთი პარტიის ქმედებები არის არაკონსტიტუციური, ხოლო როდესაც ისინი ერთიან ორგანიზმად მოქმედებენ, მით უმეტეს, ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას, ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუძემდებლურ პრინციპებს, როგორიც არის სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენ
არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც პარტია არაკონსტიტუციურ ძალასთან ერთად ინაწილებს თანამდებობებს, ადასტურებს, რომ არ ემიჯნება იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი
არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიაზე: როდესაც არაკონსტიტუციურ ძალასთან შედიხარ კოალიციაში, მასთან ერთად ხარ და ინაწილებ პოლიტიკურ თანამდებობებს, რადგანაც საკრებულოს თანამდებობები პოლიტიკური თანამდებობებია, რა თქმა უნდა, შენ ადასტურებ, რომ არ ემიჯნები იმ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, რაც 2004-2012 წლებშია ჩადენილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…