შალვა პაპუაშვილი: “პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვხატავ 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 1990-1991 წლებში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვხატავ 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„მისი გარდაცვალება კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ მძიმე პერიოდს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განვითარებულმა დაპირისპირებამ ჩვენი ისტორიის არაერთი ტრაგიკული ფურცელი დაწერა და მრავალი ადამიანის პირად ტრაგედიად იქცა.
ნემო ბურჭულაძე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც მოკრძალებული და გულმხურვალე პატრიოტი.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს.
უფალმა განუსვენოს მშვიდობით“, – წერს პაპუაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…