ირაკლი კობახიძე - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მწუხარება გამოთქვა და ოჯახს მიუსამძიმრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემო ბურჭულაძის გარდაცვალების გამო.
ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი და ჭეშმარიტი პატრიოტი.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…