კალაძემ გარემოვაჭრეთა აღრიცხვა დაავალა მუნიციპალურ ინსპექციას
კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას გარემოვაჭრეთა აღრიცხვა დეკემბრის ბოლომდე დაავალა, რათა მათი ალტერნატიულ სივრცეებში გადაყვანა უმტკივნეულოდ მოხდეს.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე, დღეს 11 ნოემბერს თქვა კალაძემ "უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის",ამასთან მისი სიტყებით "გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან". ამიტომ კალაძის სიტყვებით მუნციპალიტეტს სურს, პრობლემა უმტკივნეულოდ გადავწყვიტოს და ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
მუნიციპალურ ინსპექციას გარემოვაჭრეთა აღსაწერად კალაძემ ვადა დეკემბრის ბოლომდე დაუთქვა - "რათა გვქონდეს სრული სურათი, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით“, - თქვა კახა კალაძემ.
უნებართვო გარევაჭრობა აკრძალულია
უნებართვო გარევაჭრობისთვის ადმინისტაციული სამართალდარღვევათა კოდექსი სხვადასხვა სახის ჯარიმას, მათ შორის ქონების კონფისკაციასაც ითვალისიწნებს.
მერია წლებია, ქალაქის ამა თუ იმ წერტილში გარემოვაჭრეების დახლებს შლის. რასაც ადილზე დაპირისპირება და ხმაური მოსდევს ხოლმე.
მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში ყიდიან პროდუქტსა თუ ტანსაცმელს, ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაკახა კალაძემ გარე ვაჭრობაში ჩართული პირების მხარდასაჭერად მუნიციპალურ ინსპექციას მათი აღწერა დაავალა
კახა კალაძე - ვავალებ მუნიციპალურ ინსპექციას, აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეები, რათა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას
კახა კალაძემ მუნიციპალურ ინსპექციას გარე ვაჭრობაში ჩართულ მოქალაქეთა აღწერა დაავალა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…