პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი: 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს, აცხადებს ოჯახის ადვოკატი ლედი ტუკვაძე. ხადურის ცხედარი მდინარეში იპოვეს, ოჯახი კი სიკვდილში პოლიციელების მონაწილეობაზე თავიდანვე მიუთითებდა.

ადვოკატი: 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
ფორმულა

გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს.

ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს.

"მადლობა საქართველოს პროკურატურას, მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს, ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს, ყველა მედიას, საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს. ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დაკავებულები", - წერს ადვოკატი.

თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. 3 დღის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები თავიდანვე მიუთითებდნენ, რომ ახალგაზრდის სიკვდილში შესაძლოა პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ ჩართული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პილიციელი
  2. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პოლიციელი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
  4. ალიაოპოზიციურიადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიგარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე 3 პოლიციელი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს – ადვოკატი
  6. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელების ვინაობა ცნობილია
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ასე წამოეწევა ყველას მოსახვევში ღმერთი, უფროსი პოლიციელიდან დაწყებული უმცროსამდე!” – ნიკო კვარაცხელიას დედა სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელების დაკავებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები