პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი

გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის ცნობით, საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს შორის თერჯოლისა და ტყიბულის სამმართველოების უფროსების მოადგილეები არიან. ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, მათ დამალეს დევნის ოპერაცია, რის შემდეგაც ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს.

ადვოკატის განცხადებით, გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი
ინტერპრესნიუსი

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს. ამ ოპერაციის შემდეგ თემურ ხადური უკვე ცოცხალი აღარავის არ უნახავს - დაკავებულებიდან ერთი თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი,- ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, პოლიციელები სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით არიან დაკავებულები, რაც ცრუ ჩვენებასა და მართლმსაჯულებისთვის პირადი მოტივით ხელშეშლას გულისხმობს.

„დაკავებულებს ჯერ ბრალი არ აქვთ წაყენებული.

დევნის ოპერაცია პოლიციელებმა დამალეს, ამ ოპერაციის შემდეგ კი თემურ ხადური ცოცხალი აღარავის უნახავს.

დაკავებულებს რაც შეეხება, ერთი იყო თერჯოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეორე ტყიბულის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და მესამე გამომძიებელი.

დიდი მადლობა მთავარ პროკურატურას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს პროკურატურის შემადგენლობას, გამომძიებელ გიორგი ხაჩიძეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა დაზარალებულთან და მის უფლებადამცველთან - ჩემთან, ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან რთული იყო. რთულად გასახსნელი, რთულად დასადგენი, იმიტომ რომ საკმაოდ დრო იყო გასული, როდესაც ეს საქმე დაექვემდებარა საგამოძიებო უწყებებს.

როდესაც ხადურის ცხედარი ნახეს, ამის შემდეგ იყო ამ პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ თემურ ხადურთან. ამის შემდეგ, როდესაც საქმე გადავიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, სადაც დადასტურდა დევნის ოპერაცია და დადასტურდა, რომ ცრუ ჩვენება მისცეს პოლიციელებმა.

მტკიცებულებებს რაც შეეხება, მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა გამოძიება. ველოდებოდით სამხარაულის ექსპერტიზების პასუხს, რომელიც დროს ითხოვდა, რადგან ძალიან ბევრი აუდიო-ვიდეო ფირი იყო ამოღებული და დაახლოებით 10 დღით ადრე მოხდა ექსპერტიზების მიღება“,- განაცხადა ლედი ტუკვაძემ.

ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პილიციელი
  2. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პოლიციელი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
  4. ალიაოპოზიციურიადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიგარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე 3 პოლიციელი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს – ადვოკატი
  6. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელების ვინაობა ცნობილია
  7. ფორმულაოპოზიციურიადვოკატი: 23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე 3 პოლიციელი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს – ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები