პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცხადებით, თერჯოლაში გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს.

ადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
ალია

გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„მადლობა საქართველოს პროკურატურას, მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს, ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს, ყველა მედიას, საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს. ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დაკავებულები”, – წერს ლედი ტუკვაძე.

ცნობისთვის, 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პილიციელი
  2. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პოლიციელი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიგარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე 3 პოლიციელი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს – ადვოკატი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პილიციელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები