პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე 3 პოლიციელი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს – ადვოკატი

საქართველოს პროკურატურა

თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს — მათ ცრუ ჩვენებასა და მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლას ედავებიან, აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

გარდაცვლილი სტიქაროსნის საქმეზე 3 პოლიციელი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს – ადვოკატი
ნეტგაზეთი

თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე სამი სამართალდამცველი დააკავეს. დაზარალებული ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის განცხადებით, დაკავებულებს გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემასა და მტკიცებულებების მოპოვებისთვის ხელის შეშლაში ედავებიან.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკავებულები არიან თერჯოლისა და ტყიბულის პოლიციის უფროსების ყოფილი მოადგილეები და ერთი გამომძიებელი. მისი ინფორმაციით, სამი პირიდან ამჟამად მოქმედი პოლიციელი მხოლოდ ერთია. ადვოკატმა იურიდიული ეთიკიდან გამომდინარე დაკავებულთა ვინაობა ინიციალებით (ლ.ლ., კ.ნ., მ.ღ.) მოიხსენია.

როგორც ტუკვაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემასა და მტკიცებულებებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. ამასთან, ადვოკატის ვარაუდით, მოსალოდნელია ბრალის დამძიმებაც და ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლის დამატებაც, თუმცა პროკურატურას ოფიციალური ბრალი ჯერ არ წარუდგენია.

საქმის მთავარი ეპიზოდი თემურ ხადურის გარდაცვალებამდე განვითარებულ მოვლენებს, ანუ პოლიციის დევნის ოპერაციას უკავშირდება. ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებითა და აუდიო-ვიდეო მასალით დასტურდება, რომ პოლიცია ხადურს მისდევდა და ის ბოლოს სწორედ აღნიშნულმა სამმა სამართალდამცველმა ნახა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. თემურ ხადური რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

„რატომ დამალეს პოლიციელებმა დევნის ოპერაცია და რატომ არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან? ეს იყო დაზარალებული მხარის მთავარი კითხვა. მათი ცრუ ჩვენების გამო ჩვენთვის სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი გახდა“, – აცხადებს ლედი ტუკვაძე.

რაც შეეხება დაზარალებული ოჯახის პოზიციას, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკავებულმა სამართალდამცველებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ოჯახი ითხოვს, გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რა გახდა თემურ ხადურის გარდაცვალების რეალური მიზეზი და რატომ დასჭირდათ პოლიციელებს საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა.

“ნეტგაზეთი” ცდილობს ინფორმაციის პროკურატურაში გადამოწმებას.

ახალგაზრდა თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურის კალაპოტში იპოვეს. მანამდე ის დაკარგულად ითვლებოდა და ოჯახი ეძებდა.

თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს თბილისიდან ქუთაისისკენ წავიდა. სამარშრუტო ტაქსიდან თერჯოლაში, სოფელ სიმონეთთან ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა. სწორედ სიმონეთიდან დარეკა ოჯახში და უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ იკარგება მისი კვალი იქამდე, სანამ სამი დღის შემდეგ ადგილობრივები მის ცხედარს მდინარის კალაპოტში არ იპოვიან.

“მელაძის შაბათს” ოჯახის ადვოკატმა გააცნო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხადურის ცხედარს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები სახის არეში, რომლებიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ხადურის დედის, ნინო გვიშიანის ინფორმაციით, მისი შვილის ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა კეფის არეშიც.

ისინი ამ დაზიანებებს იმ ინციდენტს უკავშირებენ, რომელიც თემოს, როგორც ჩანს, გარდაცვალებამდე შეემთხვა პოლიციასთან.

ოჯახის ინფორმაციით, საქმის მასალებში წერია, რომ თემო ხადურმა დააზიანა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ლაშა ლაბუჩიძის მანქანა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. პოლიციის ვერსიით, მათ ახალგაზრდა ვერ იპოვეს და თავი დაანებეს, ოჯახი კი ფიქრობს, რომ ის იპოვეს, სცემეს, შემოაკვდათ, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს. ოჯახის თანახმად, ხადურის წინააღმდეგ პოლიციელები აწარმოებდნენ ადევნების ოპერაციას და ისროლეს ჰაერშიც.

თემო ხადური 23 წლისა იყო. ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და თეატრალური დასის “ლიბერტას” წევრი იყო. ხადური სტიქაროსანიც იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პილიციელი
  2. TV პირველიოპოზიციურისტიქაროსნის გარდაცვალება - დააკავეს სამი პოლიციელი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
  4. ალიაოპოზიციურიადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ადვოკატის ინფორმაციით, თერჯოლაში სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე რამდენიმე პოლიციელი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები