პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
რუსთავი 2

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

"კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვარლამ ლიპარტელიანი პეკინში, უცხო ენათა უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ: ჩინელი სტუდენტები საქართველოშიც იმყოფებოდნენ. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა ჩინეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, გაგრძელდება ორი ქვეყნის სასიკეთოდწაიკითხე

უახლესი ამბები