პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსული დიზელის საწვავით ნიუ-იორკისკენ მიმავალმა ტანკერმა კურსი შეცვალა

რუსული დიზელის საწვავით ნიუ-იორკისკენ მიმავალმა ტანკერმა Agioi Fanendes-მა კურსი შეცვალა, აშშ-ის სანაპიროს დაშორდა და სვლა შეანელა, იუწყება Bloomberg-ი.

რუსული დიზელის საწვავით ნიუ-იორკისკენ მიმავალმა ტანკერმა კურსი შეცვალა
რადიო თავისუფლება

სააგენტო Bloomberg-მა პორტებისა და გემების გადაადგილების მონიტორინგის არხების მონაცემთა ანალიზის საფუძველზე სამშაბათს, 10 ნოემბერს დაწერა, რომ ტანკერმა კურსი ორშაბათს შეცვალა, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაშორდა და სვლა შეანელა.

Agioi Fanendes-ი, რომელსაც ბერძნული კომპანია Eastern Mediterranean Maritime(EASTMED) მართავს, დიზელის საწვავით 22 ოქტომბერს დატვირთეს რუსეთის ქალაქ პრიმორსკის პორტში(ბალტიის ზღვა). თავდაპირველად ტანკერის დანიშნულების ადგილად მითითებული იყო ნიუ-იორკი, სადაც 7 ნოემბრისთვის უნდა ჩასულიყო.

დაახლოებით ორი კვირით ადრე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა რუსულ დიზელის საწვავს სანქციები დროებით მოუხსნა და რუსეთს მისცა ექსპორტის განახლების შესაძლებლობა.

ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო კონგრესის შუალედური არჩევნების წინ. აშშ-ში მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად დიზელის საწვავი მკვეთრადაა გაძვირებული. ანალიტიკოსები მთავარ ფაქტორად ასახელებენ ჰორმუზის სრუტის დაბლოკვას, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას მოჰყვა. თავად ტრამპმა არაერთხელ სცადა პაუხისმგებლობა გადაეტანა უკრაინაზე, კერძოდ, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებზე.

რას ელოდება Agioi Fanendes-ი?

რუსული დიზელის საწვავით დატვირთული ტანკერის, Agioi Fanendes-ის ოპერატორ ბერძნულ კომპანია Eastmed-ში სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ გემი ჯერ კიდევ ელოდება მითითებას დანიშნულების პუნქტის შესახებ.

სააგენტო წერს, რომ სხვადასხვა მიზეზით დანიშნულების თავდაპირველი პუნქტის შეცვლა ზოგადად, ხშირად ხდება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში Reuters-ს უთხრეს, რომ რუსული საწვავი ბაზრამდე მივა.

ნოემბრის დასაწყისში გამოცემა Financial Times-მა დაწერა, რომ კურსი შეიცვალა რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა და აშშ-ისკენ მიმავალმა ორმა ტანკერმაც, Talisman-მა და Leruo-მ.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსული დიზელის საწვავისთვის სანქციების დროებით მოხსნის შემდეგ ამერიკელმა დემოკრატმა პოლიტიკოსებმა პოტენციური იმპორტიორები, პორტების ოპერატორები და ბანკები გააფრთხილეს, რომ ტრამპის განკარგულების მიუხედავად ძალაშია კონგრესის მიერ 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიღებული აქტი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიBloomberg - რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველები ვერ იპოვა და გაბრუნდა
  2. ფორმულაოპოზიციურირუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველი ვერ იპოვა და კურსი შეცვალა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მაჭავარიანი: ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში.წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები