Bloomberg - რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველები ვერ იპოვა და გაბრუნდა
Bloomberg-ის ცნობით, რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველები ვერ იპოვა და ნიუ-იორკიდან დაახლოებით 400 მილის დაშორებით უკან გაბრუნდა.

რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ტანკერმა აშშ-ში მყიდველები ვერ იპოვა და გაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ტანკერი, რომელსაც აშშ-სთვის რუსული დიზელის საწვავის პირველი პარტია გადაჰქონდა, ნიუ-იორკიდან დაახლოებით 400 მილის დაშორებით გაბრუნდა.
კერძოდ, გამოცემის თანახმად, “Agioi Fanendes” გემმა, რომელიც თითქმის 300 000 ტონა რუსული დიზელის საწვავითაა დატვირთული, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსგან დაშორება დაიწყო და 9 ნოემბრიდან, ზიგზაგისეული კურსით მიდის, როგორც ამას საპორტო ანგარიშები და გემების სამეთვალყურეო მონაცემები მეტყველებს.
აღინიშნება, რომ "ტრეიდერები" ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსული დიზელის საწვავის გადაადგილებას მას შემდეგ, რაც წინა თვეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ისა და მსოფლიოს ბაზრებზე რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
ამ შეთანხმებამ ამერიკელი დემოკრატების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კრემლს უკრაინაში ომის დაფინანსებაში დაეხმარება და, სამეთვალყურეო მონაცემების თანახმად, დღემდე რუსული დიზელის საწვავის არც ერთი პარტია არ მისულა აშშ-ში.
“Agioi Fanendes” გემს, ოქტომბრის ბოლოს რუსული ბალტიის პორტ პრიმორსკიდან გასვლის შემდეგ დანიშნულების ადგილად ნიუ-იორკი ჰქონდა მითითებული, თუმაც მოგვიანებით დანიშნულების ადგილი “დაკვეთით”-ზე შეიცვალა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…