ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: რუსული დიზელის საწვავის პირველი პარტია უკვე შეერთებული შტატებისკენ მიემართება - მოსალოდნელია, რომ გემი აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავა

Reuters-ის ცნობით, 2022 წლის აკრძალვის შემდეგ რუსული დიზელის პირველი პარტია აშშ-ისკენ მიემართება. 40 000 ტონა საწვავით დატვირთული ტანკერი ნიუ-იორკში 7 ნოემბერს ჩავა, რაც რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

Reuters: რუსული დიზელის საწვავის პირველი პარტია უკვე შეერთებული შტატებისკენ მიემართება - მოსალოდნელია, რომ გემი აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავა
Reuters: რუსული დიზელის საწვავის პირველი პარტია უკვე შეერთებული შტატებისკენ მიემართება - მოსალოდნელია, რომ გემი აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავარუსთავი 2

რუსული დიზელის საწვავის პირველი პარტია უკვე შეერთებული შტატებისკენ მიემართება. გემების გადაადგილების თვალთვალის მონაცემების თანახმად, ტანკერს, რომელსაც 40 000 მეტრული ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს, გეზი ნიუ-იორკისკენ აქვს აღებული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საწვავის მიწოდება იმ შეთანხმების ფარგლებში ხდება, რომელიც თვის დასაწყისში რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა გააფორმეს.

მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი საშუალო ზომის ტანკერი Agioi Fanendes-ი, LSEG-ის საზღვაო გადაზიდვების მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბერს რუსეთის ბალტიისპირეთის პორტ "პრიმორსკში" 40 000 მეტრული ტონა, ულტრადაბალგოგირდოვანი დიზელის საწვავით დაიტვირთა. მოსალოდნელია, რომ გემი აშშ-ში 7 ნოემბერს ჩავა.

მყიდველისა და გამყიდველის ვინაობა ამ დროისთვის არ საჯაროვდება.

ცნობისთვის, ეს იქნება აშშ-ში რუსული საწვავის პირველი იმპორტი მას შემდეგ, რაც 2022 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა თქვა, რომ დამატებითი მიწოდებები მას შემდეგ მოხდება, რაც რუსული და ამერიკული კომპანიები მიწოდებებთან დაკავშირებით კონტრაქტების პირობებზე შეთანხმდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპმა ნაწილობრივ გააუქმა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შესახებ ახალი კანონის ზოგიერთი დებულების მოქმედება და ევროპას აშშ-დან დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვით დაემუქრა, თუ ქვეყნები ფასების შემცირების ხელშეწყობის მიზნით, საგანგებო რეზერვებიდან საწვავის დამატებით მარაგებს არ გამოუშვებდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
თურქეთი აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში რუსულ დიზელს მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები