პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Financial Times - აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, რაც შესაძლოა, დონალდ ტრამპის მოსკოვთან დიზელის შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს

Financial Times-ის ცნობით, აშშ-ისკენ მიმავალმა რუსული დიზელით დატვირთულმა ტანკერებმა კურსი შეცვალეს, რაც შესაძლოა მოსკოვთან დონალდ ტრამპის შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს. ამერიკელმა მყიდველებმა რუსული საწვავის მიღებაზე უარი სამართლებრივი და სასანქციო საფრთხეების გამო თქვეს.

The Financial Times - აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს, რაც შესაძლოა, დონალდ ტრამპის მოსკოვთან დიზელის შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს
ინტერპრესნიუსი

აშშ-სკენ მიმავალმა რუსული დიზელის ტანკერებმა კურსი შეცვალეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა სამიდან ორმა ტანკერმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალეს, რაც, გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა პრეზიდენტ ტრამპის მოსკოვთან დიზელის საწვავზე შეთანხმების ჩაშლაზე მიუთითებდეს.

გამოცემის წყაროების თქმით, მესამე ტანკერიც შეცვლის კურსს “რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო”.

ამ მომენტისთვის, ამერიკელმა მყიდველებმა უარი თქვეს რუსული საწვავის მიღებაზე შტატებისა და ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი საფრთხეების გამო.

ცნობისთვის, შტატ ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, მაიკი შერილმა (დემოკრატიული პარტია) თავის შტატში პორტებისა და ტერმინალების ოპერატორები გააფრთხილა, რომ რუსული დიზელის საწვავის გადმოტვირთვის გამო მათ შესაძლოა მილიონობით დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისროთ.

ამავდროულად, CNN-ის ცნობით, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დიზელის შეთანხმებაში ჩართულ ბანკებს, პორტების ოპერატორებსა და კომპანიებს დოკუმენტების შენარჩუნება დაავალა საზედამხედველო მოკვლევებისთვის მოსამზადებლად, როდესაც იანვარში დემოკრატები აიღებენ კონგრესზე კონტროლს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ფორმულაოპოზიციურიFinancial Times: ტრამპისა და პუტინის შეთანხმება რუსული დიზელის აშშ-ში იმპორტზე ჩაიშალა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირუსეთის დიზელით დატვირთულმა ორმა ტანკერმა კურსი შეცვალა აშშ-სკენ გზაზე
  3. ალიაოპოზიციურიტრამპისა და პუტინის “დიზელზე შეთანხმება” ჩაიშალა – Financial Time
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეგულატორული, საკანონმდებლო და სასანქციო საკითხების გამო“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპისა და პუტინის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში რუსული დიზელის პირველი პარტია გაიგზავნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები