აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცესი დაბლოკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის რეზოლუცია 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ კომიტეტში დააბრუნა და პროცესი დაბლოკა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცესი დაბლოკა. კონგრესმენებმა, 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია კომიტეტში დააბრუნეს, რითაც ინიციატივა ფაქტობრივად ჩააგდეს.
თავდაცვის მდივნის გადაყენებას მისივე თანაპარტიელი, რესპუბლიკელი თომას მასი ითხოვდა. ბრალდებები ირანის ომს, ასევე იემენსა და ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებს უკავშირდებოდა.
წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა - მისი თქმით, ჰეგსეტის გადაყენების მცდელობა სრული კრახით დასრულდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…