პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Guardian: კონგრესში პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

აშშ-ის კონგრესში თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო: „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ტომას მესიმ მას ბრალი ომის უკანონოდ წარმოებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო.

The Guardian: კონგრესში პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო
იმედინიუსი

აშშ-ის კონგრესში ამერიკის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პროცედურის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ტომას მესია. ამით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურის გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის.

კენტუკის შტატის წარმომადგენელმა ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის რვა მუხლი წარადგინა. ის თავდაცვის მდივანს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, იუწყება გამოცემა.

მესიმ, რომელიც კენტუკის შტატიდან არჩეული „რესპუბლიკელი“ კონგრესმენია და პრეზიდენტის პოლიტიკის ერთ-ერთი ხმამაღალი კრიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ ჰეგსეტმა „მძიმე დანაშაულები და სამართალდარღვევები“ ჩაიდინა და თანამდებობაზე ყოფნისას „უკანონო ბრძანებებს ასრულებდა“.

მოსალოდნელია, რომ იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩატარებას მესის „რესპუბლიკელი“ კოლეგების ნაწილიც დაუჭერს მხარს. წარმომადგენელთა პალატის რეგლამენტის თანახმად, კენჭისყრა არაუგვიანეს ოთხშაბათისა უნდა გაიმართოს.

როგორც The Guardian-ი წერს, მესიმ ჰეგსეტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები პირველად 15 სექტემბერს წარადგინა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კონგრესი შესვენებაზე გაიყვანა, რის გამოც საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა.

„რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს იანვრამდე, ახალი წევრების უფლებამოსილების დაწყებამდე შეინარჩუნებენ. თუმცა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ნიუ-იორკელმა დემოკრატმა ჰაკიმ ჯეფრისმა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, სპიკერის პოსტს დაიკავებს, განაცხადა, რომ ჰეგსეტის იმპიჩმენტს „მტკიცედ უჭერს მხარს“.

„ჰეგსეტი უნდა წავიდეს“, - განუცხადა ჯეფრისმა კვირას ABC News-ს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური"რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარადგინა
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპენტაგონის მეთაურმა ჰეგსეთმა თავის მიმართ იმპიჩმენტის მცდელობას „ფარსი“ უწოდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მძიმე დანაშაულები და სამართალდარღვევები“
„მტკიცედ უჭერს მხარს“
ჰაკიმ ჯეფრისი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
„რესპუბლიკელების“ კონტროლქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის ინიციატივაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები