პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პიტ ჰეგსეტი „დემოკრატებზე“: ისინი თავს მესხმიან, თავს გვესხმიან იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვართ. მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ კონგრესში მისი იმპიჩმენტის მცდელობას შეეწინააღმდეგება და ოპონენტების თავდასხმების მიუხედავად, უკან არ დაიხევს. მან ასევე დაიცვა ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და მას გაბედული და ისტორიული უწოდა.

პიტ ჰეგსეტი „დემოკრატებზე“: ისინი თავს მესხმიან, თავს გვესხმიან იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვართ. მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ
იმედინიუსი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კონგრესში მისი იმპიჩმენტის მცდელობას შეეწინააღმდეგება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მან ასევე დაიცვა ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია და მას „გაბედული და ისტორიული“ უწოდა. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლებმა „რესპუბლიკელები“ ირანთან ომის გამო დასაჯეს.

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც კონგრესში ჰეგსეტის მოწინააღმდეგეების კრიტიკა ძლიერდება. ამასთან, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი აარიდა კითხვას, აპირებს თუ არა თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მან პენტაგონის ხელმძღვანელი შეაქო.

წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატმა“ ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა სოციალურ ქსელში დაწერა: „რატომ არის პიტ ჰეგსეტი ჯერ კიდევ თანამდებობაზე?“

Reuters-ის ცნობით, ჰეგსეტს არაერთგვაროვანი რეპუტაცია აქვს და მოწინააღმდეგეები „რესპუბლიკურ“ პარტიაშიც ჰყავს. კონგრესში მისი კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ირანთან ომის მართვას, სამხედრო მაღალჩინოსნების გათავისუფლების გადაწყვეტილებებს და კანონმდებლებთან დაძაბულ ურთიერთობას. ეს ვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ადმინისტრაცია თავდაცვის ხარჯების 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას ითხოვს.

ოთხ წუთზე ხანგრძლივ ვიდეომიმართვაში ჰეგსეტმა პენტაგონის ხელმძღვანელობა დაიცვა. მან მიღწევებად დაასახელა თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ხელმძღვანელების გათავისუფლება, მრავალფეროვნების ხელშემწყობი პროგრამების გაუქმება და ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახურის აკრძალვა.

„ისინი თავს მესხმიან, თავს გვესხმიან იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვართ. მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

მან იმპიჩმენტის მცდელობას „ფარსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოპონენტებმა ორჯერ სცადეს პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტი.

„ეს ყველაფერი პიროვნების პოლიტიკური განადგურების მცდელობაა. ეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ გამოუვიდათ და არც ჩემ წინააღმდეგ გამოუვათ. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, - თქვა ჰეგსეტმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპიტ ჰეგსეთი - ირანის წინააღმდეგ ომი მამაცური და ისტორიულია - ჩემი იმპიჩმენტი არ გამოუვათ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რატომ არის პიტ ჰეგსეტი ჯერ კიდევ თანამდებობაზე?“
ჰაკიმ ჯეფრისი
„ისინი თავს მესხმიან, თავს გვესხმიან იმიტომ, რომ ჩვენ ეფექტიანები ვართ. მათ არაფერი გამოუვათ. ჩვენ უკან არ დავიხევთ“
„ეს ყველაფერი პიროვნების პოლიტიკური განადგურების მცდელობაა. ეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არ გამოუვიდათ და არც ჩემ წინააღმდეგ გამოუვათ. ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დემოკრატები აპირებენ თავდაცვის მინისტრ ჰეგსეთის იმპიჩმენტის პროცედურის ორგანიზებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები