პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„რესპუბლიკელების“ კონტროლქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის ინიციატივა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ხმების მცირე უპირატესობით (211 მომხრე, 204 წინააღმდეგი) თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის ინიციატივა ჩააგდო.

„რესპუბლიკელების“ კონტროლქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის ინიციატივა
იმედინიუსი

„რესპუბლიკელების“ კონტროლქვეშ მყოფმა წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს მცირე უპირატესობით ჩააგდო თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის ინიციატივა.

აღნიშნული მცდელობა ირანში მიმდინარე ომისა და იემენში, ვენესუელასა და კარიბის ზღვის აუზში განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო ჰეგსეტის ქმედებებს უკავშირდებოდა.

იმპიჩმენტის რეზოლუციის კომიტეტში გადაგზავნას მხარი 211-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 204 იყო, რამაც ინიციატივა პრაქტიკულად შეაჩერა. ჰეგსეტის ზოგიერთი „რესპუბლიკელი“ კრიტიკოსიც კი აღნიშნავდა, რომ მდივნის ქმედებები არ იძლეოდა იმპიჩმენტის სამართლებრივ საფუძველს.

იმპიჩმენტის რეზოლუციის ავტორი კენტუკის შტატიდან წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრი, თომას მესი იყო, რომელიც ჰეგსეტისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკოსია.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Guardian: კონგრესში პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები