პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა, სადაც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და შუა დერეფნის შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
  4. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი დღეს, ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თურქეთში მიმდინარე გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები