პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა

ანტალიაში მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა, სადაც მხარეებმა შუა დერეფნის განვითარება, ინვესტიციები და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს.

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიო ლიდერებს სიტყვით ხვალ მიმართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები