პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და ხაზს გაუსვამს საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით - ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, რის შესახებაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, უზბეკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტში ჩართულობა და მსხვილი პროექტები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და ხაზს გაუსვამს საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით - ალექსანდრე ხვთისიაშვილი
რუსთავი 2

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებს და მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტი დღეს სიტყვით მიმართავს. ანტალიაში კონფერენცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს, გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს ეხება.

ფორუმის ფარგლებში, იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სადაც სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და ხაზს გაუსვამს საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით.

"შეხვედრის დროს განხილული იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ანაკლიის პორტთან მიმართებაში უზბეკეთის რესპუბლიკის ჩართულობა, მსხვილ პროექტებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება უზბეკეთის რესპუბლიკის დაინტერესება, ასევე თანამშრომლობა უკვე რეგიონულ დონეზე, საქართველოს რეგიონებსა და უზბეკეთის რესპუბლიკის რეგიონებს შორის. დღეს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კონფერენციაში, სადაც სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს საქართველოს მიღწევებს ამ მიმართულებით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობაზე: ღონისძიების მასშტაბურობა ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდია ამ საკითხის მიმართ ინტერესი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ ყაველაშვილი დღეს, ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილეებსა და მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები