შოთა თხელიძე: ის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ბოლო თვეებია აქტიურად აწარმოებენ ევროპის ქვეყნები, მიანიშნებს იმას, რომ ევროპა არ არის ჯერჯერობით მზად ამ სისტემური მშვიდობის შესაქმნელად
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ შოთა თხელიძის განცხადებით, ევროპის ქვეყნების პოლიტიკა აჩვენებს, რომ ევროპა სისტემური მშვიდობის შესაქმნელად მზად არ არის და არსებული კონფლიქტი მხოლოდ დროში გადაიდება.

ის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ბოლო თვეებია აქტიურად აწარმოებენ ევროპის ქვეყნები, მიანიშნებს იმას, რომ ევროპა არ არის ჯერჯერობით მზად ამ სისტემური მშვიდობის შესაქმნელად, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა შოთა თხელიძემ აბუ-დაბის სამიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, როგორც ევროპას, ასევე შეერთებულ შტატებს სურს მინსკის მასშტაბური შეთანხმების მიღწევა.
„ეს კონფლიქტი იმ მდგომარეობით, რაც დღეს არსებობს, შეუძლებელია სისტემური მშვიდობით დასრულდეს. ეს იქნება უბრალოდ დროში გადადებული კონფლიქტი, რომელიც რაღაც დროს აუცილებლად აღდგება. ეს რუსულ მხარეს ესმის, აქვს ყოვლისმომცველი მიდგომა და ის დაუბრუნდა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჰქონდა 2021 წელს, როდესაც ნატოს და შეერთებულ შტატებს გაუგზავნეს წერილი.
აბუ-დაბიში ითქვა, რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე იქნებოდა მსჯელობა, თუმცა მე ამ პერსპექტივას ცოტა პესიმიზმით ვუყურებ, რადგან არანაირი წინაპირობა ამისთვის ჯერ არ არსებობს“, - აღნიშნა შოთა თხელიძემ.
ციტატები სტატიიდან
„ეს კონფლიქტი იმ მდგომარეობით, რაც დღეს არსებობს, შეუძლებელია სისტემური მშვიდობით დასრულდეს. ეს იქნება უბრალოდ დროში გადადებული კონფლიქტი, რომელიც რაღაც დროს აუცილებლად აღდგება. ეს რუსულ მხარეს ესმის, აქვს ყოვლისმომცველი მიდგომა და ის დაუბრუნდა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჰქონდა 2021 წელს, როდესაც ნატოს და შეერთებულ შტატებს გაუგზავნეს წერილი. აბუ-დაბიში ითქვა, რომ ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე იქნებოდა მსჯელობა, თუმცა მე ამ პერსპექტივას ცოტა პესიმიზმით ვუყურებ, რადგან არანაირი წინაპირობა ამისთვის ჯერ არ არსებობს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…