შოთა თხელიძე – საფრანგეთში პოლიტიკურ სისტემას დიდი როლი აქვს, რომ ასე დაუსრულებლადაა აქცია აქციაზე, ხელისუფლების ცენტრია პრეზიდენტი, თუ ის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას არ გამოხატავს, უკვე ხდება მსგავსი სისტემური დაჯახება
ანალიტიკოს შოთა თხელიძის განცხადებით, საფრანგეთში დაუსრულებელი აქციები მმართველობის სისტემური დაჯახების შედეგია, სადაც ძალაუფლება პრეზიდენტის ხელშია, ხოლო მთელ ევროპაში ეკონომიკურ სტაგნაციასა და პროტესტებს მილიტარიზაციაზე გაზრდილი ხარჯები და სოციალური პროგრამების შეკვეცა განაპირობებს.

საფრანგეთის შემთხვევაში პოლიტიკურ სისტემას აქვს საკმაოდ დიდი როლი, რომ ასე დაუსრულებლად არის აქცია აქციაზე. მეხუთე რესპუბლიკის კონსტიტუციამ შექმნა მმართველობის საკმაოდ მყარი ვერტიკალი, ხელისუფლების ცენტრი არის მხოლოდ პრეზიდენტი, პარლამენტი კი სარეკომენდაციო ინსტიტუტია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, შოთა თხელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
„პრეზიდენტს შეუძლია, პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება დაბლოკოს, ან პრემიერი გადააყენოს, ანუ, მთავარი ცენტრია პრეზიდენტი. რას ნიშნავს ეს? თუ დადგა მომენტი, როდესაც პრეზიდენტი არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას, უკვე ხდება მსგავსი სისტემური დაჯახება. პარტიებს, რომლებიც წარმოდგებიან საფრანგეთში, არ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების შესაძლებლობა, რადგან მას ბლოკავს პრეზიდენტი. ამიტომ, ხშირად არის საუბარი, რომ მეხუთე რესპუბლიკამ ამოწურა თავი, რადგან მსგავსი ტიპის კონსტიტუციურმა მოწყობამ წარმოქმნა ეს სისტემური დაპირისპირებები, ეს რაღაც ძალადობრივი აქციების ტრადიცია, თუმცა აქვს ამას ეკონომიკური მიზეზებიც, რომელიც არ არის მხოლოდ საფრანგეთისთვის დამახასიათებელი. ასე დავარქვათ, ეს არის ზოგადევროპული სისტემური კრიზისი, რომელზედაც უკვე საუბრობენ ზოგადევროპული ლიდერები და არა კონკრეტული ქვეყნის ლიდერები ევროპაში“, – განაცხადა თხელიძემ.
20.10.2026
დისკუსია აქტუალურ თემაზე – დემოკრატიის სტანდარტები: ევროპა და საქართველო
ამ განცხადებით შოთა თხელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის ევროპაში მიმდინარე ძალადობის მთავარი მამოძრავებელი, ეს არის სოციალური ამბოხი, ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში მყოფთა ბრძოლა მმართველი ელიტის, თუ მდიდრების წინააღმდეგ, თუ ცივილიზაციური დაპირისპირება, სხვადასხვა კულტურისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანების, ჯგუფების ბრძოლა, როგორი უნდა იყოს მომავალი ევროპა.
შოთა თხელიძის თქმით, ევროპელი ლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები სისტემური კრიზისის შესახებ და მარიო დრაგიმაც, რომელიც ევრობიუროკრატიის ინტელექტუალად ითვლება, 2024 წლის შემოდგომაზე გამოცემულ რეპორტში იგივე გაიმეორა, რომ ევროპას აქვს სისტემური კრიზისი და აღარ არსებობს სვეტები, რაზეც იდგა მისი კეთილდღეობა.
„ეს ტრენდი გააგრძელა რამდენიმე თვის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან არ დამალა ის კრიტიკული მოცემულობა, რის წინაშეც დგას მთავარი, წამყვანი ეკონომიკები ევროკავშირში. თუ დააკვირდებით იგივე საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ბოლო წლების ეკონომიკურ ზრდას, ის არ აღემატება ერთ პროცენტს, ხოლო როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აღემატება ერთ პროცენტს, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა სტაგნირებს. ამას დაემატა კონფლიქტები, რომელთაც ვუყურებთ, ცალკე უკრაინაშის და ცალკე ახლო აღმოსავლეთში. ამან შექმნა დამატებითი ხარჯები, საბიუჯეტო ტვირთები ევროპის ყველა ქვეყანაში და დღის წესრიგში უხეშად შემოიტანა მილიტარიზაციის პოლიტიკა. ეს მილიტალიზაციის პოლიტიკა არ არსებობდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. მას ჰქონდა ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები და არ ხარჯავდა ევროპა ფულს, ის იყო „უბილეთო მგზავრი“. დაიგეგმა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოყოს 800 მილიარდი მილიტარიზაციაზე, რაც არის დამატებითი წნეხი. ასევე, მიმდინარეობს ევროკავშირში 2027–2034 წლის ბიუჯეტის დადგენა, რაზეც ვერ თანხმდებიან წევრი ქვეყნები, გამომდინარე იქიდან, რომ ტრილიონ 200 მილიარდიდან უნდა გაიზარდოს ორ ტრილიონამდე. ეს არის საკმაოდ დიდი ზრდა, ეს ზრდა მიემართება ძირითადად, მილიტარიზაციას და ზრდის მიუხედავად, მცირდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება ევროკავშირში და მცირდება რეგიონული პოლიტიკების დაფინანსება; ამასთან ერთად, ლოკალურად მცირდება სოციალური პროგრამების დაფინანსება. მაგალითად, იგივე საფრანგეთში რამდენიმე წლის წინ იყო, რომ საპენსიო ასაკის გაზრდა სურდა მაკრონს 62-დან 64 წლამდე და დროებით შეაჩერა ეს პროექტი, რადგან ეს რომ გასულიყო, უარესი მოხდებოდა, რაც ხდება ახლა. ასევე მცირდება განათლების დაფინანსებაც და ამაზე წამოვიდა ეს აქციებიც“, – განაცხადა თხელიძემ.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ბევრი პროცესის ძალადობრივ ხასიათს მიგრაციას აბრალებს, მაგრამ ამ ადამიანებს თუ დავაკვირდებით, ეს არის უკვე, სულ მცირე, მეორე თაობის ფრანგები, თუ მესამე თაობის არა.
შეკითხვაზე, არის თუ არა ევროპაში მიგრაციული საკითხები და დემოგრაფია ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაზეც ღიად საუბრობს იგივე აშშ-ის პრეზიდენტი, შოთა თხელიძემ განაცხადა, რომ ასეთი მზარდი მიგრაცია სოციალურ ქსოვილს არღვევს და ერთ რაღაც ინტეგრაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას აფერხებს.
მისივე თქმით, საფრანგეთში მიგრაცია ახალი პროცესი არ არის, ჯერ კიდევ 60-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ყოფილი ფრანგული კოლონიებიდან ჩავიდა იქ სამუშაო ძალა, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ საფრანგეთსაც სჭირდებოდა იაფი მუშახელი, მაგრამ მაშინდელი ფრანგული ეკონომიკა ახერხებდა ათვისებას ამ მიგრაციის, შესაძლოა, არ ხდებოდა ასიმილაცია-ინტეგრაცია, თუმცა მსგავსი ტიპის პროტესტები არ ხდებოდა, ხოლო პერმამენტული ძალადობრივი აქციების პროცესი დაიწყო უკვე 2010-იანი წლებიდან, როდესაც ეს ეკონომიკური პრობლემები გაჩნდა, ეკონომიკურ სისტემას აღარ შეუძლია, აითვისოს, თუნდაც იაფი მუშახელი.
ციტატები სტატიიდან
„პრეზიდენტს შეუძლია, პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება დაბლოკოს, ან პრემიერი გადააყენოს, ანუ, მთავარი ცენტრია პრეზიდენტი. რას ნიშნავს ეს? თუ დადგა მომენტი, როდესაც პრეზიდენტი არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას, უკვე ხდება მსგავსი სისტემური დაჯახება. პარტიებს, რომლებიც წარმოდგებიან საფრანგეთში, არ აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგის გატარების შესაძლებლობა, რადგან მას ბლოკავს პრეზიდენტი. ამიტომ, ხშირად არის საუბარი, რომ მეხუთე რესპუბლიკამ ამოწურა თავი, რადგან მსგავსი ტიპის კონსტიტუციურმა მოწყობამ წარმოქმნა ეს სისტემური დაპირისპირებები, ეს რაღაც ძალადობრივი აქციების ტრადიცია, თუმცა აქვს ამას ეკონომიკური მიზეზებიც, რომელიც არ არის მხოლოდ საფრანგეთისთვის დამახასიათებელი. ასე დავარქვათ, ეს არის ზოგადევროპული სისტემური კრიზისი, რომელზედაც უკვე საუბრობენ ზოგადევროპული ლიდერები და არა კონკრეტული ქვეყნის ლიდერები ევროპაში“
„ეს ტრენდი გააგრძელა რამდენიმე თვის წინ ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მან არ დამალა ის კრიტიკული მოცემულობა, რის წინაშეც დგას მთავარი, წამყვანი ეკონომიკები ევროკავშირში. თუ დააკვირდებით იგივე საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ბოლო წლების ეკონომიკურ ზრდას, ის არ აღემატება ერთ პროცენტს, ხოლო როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აღემატება ერთ პროცენტს, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა სტაგნირებს. ამას დაემატა კონფლიქტები, რომელთაც ვუყურებთ, ცალკე უკრაინაშის და ცალკე ახლო აღმოსავლეთში. ამან შექმნა დამატებითი ხარჯები, საბიუჯეტო ტვირთები ევროპის ყველა ქვეყანაში და დღის წესრიგში უხეშად შემოიტანა მილიტარიზაციის პოლიტიკა. ეს მილიტალიზაციის პოლიტიკა არ არსებობდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. მას ჰქონდა ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები და არ ხარჯავდა ევროპა ფულს, ის იყო „უბილეთო მგზავრი“. დაიგეგმა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოყოს 800 მილიარდი მილიტარიზაციაზე, რაც არის დამატებითი წნეხი. ასევე, მიმდინარეობს ევროკავშირში 2027–2034 წლის ბიუჯეტის დადგენა, რაზეც ვერ თანხმდებიან წევრი ქვეყნები, გამომდინარე იქიდან, რომ ტრილიონ 200 მილიარდიდან უნდა გაიზარდოს ორ ტრილიონამდე. ეს არის საკმაოდ დიდი ზრდა, ეს ზრდა მიემართება ძირითადად, მილიტარიზაციას და ზრდის მიუხედავად, მცირდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება ევროკავშირში და მცირდება რეგიონული პოლიტიკების დაფინანსება; ამასთან ერთად, ლოკალურად მცირდება სოციალური პროგრამების დაფინანსება. მაგალითად, იგივე საფრანგეთში რამდენიმე წლის წინ იყო, რომ საპენსიო ასაკის გაზრდა სურდა მაკრონს 62-დან 64 წლამდე და დროებით შეაჩერა ეს პროექტი, რადგან ეს რომ გასულიყო, უარესი მოხდებოდა, რაც ხდება ახლა. ასევე მცირდება განათლების დაფინანსებაც და ამაზე წამოვიდა ეს აქციებიც“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.