ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შოთა თხელიძე რუსეთ-უკრაინის ომზე: „ჯერჯერობით ამ ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. უკრაინას აღარ აქვს

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, შოთა თხელიძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს და უკრაინას თავდაცვითი სარაკეტო რესურსები ეწურება, რადგან დასავლეთი მათ ვეღარ აწვდის. მისი თქმით, ეს კიევის ცას დაუცველს ხდის და დასავლეთის რიტორიკის შეცვლას იწვევს, პარალელურად კი ევროპაში შესაძლო ესკალაციისთვის მზადება და პროვოკაციები შეიმჩნევა.

შოთა თხელიძე რუსეთ-უკრაინის ომზე: „ჯერჯერობით ამ ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. უკრაინას აღარ აქვს
შოთა თხელიძე რუსეთ-უკრაინის ომზე: „ჯერჯერობით ამ ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. უკრაინას აღარ აქვსPOSTV

„ჯერჯერობით ამ ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. უკრაინას აღარ აქვს თავდაცვითი სარაკეტო სისტემები და ვეღარც დასავლეთი აწვდის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის რესურსები იწურება და კიევის ცა რეალურად დაუცველია“, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, შოთა თხელიძემ რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა

„ალბათ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში დასავლეთში ერთ-ერთი მთავარი ნარატივი იყო: უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს, რუსეთს არ უნდა მიეცეს გამარჯვების საშუალება და დასავლეთი სადამდეც საჭიროა, იქამდე დაეხმარება უკრაინას. თუმცა დღეს ეს რიტორიკა შეცვლილია გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდება ფრონტზე და უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია რუსეთის მხრიდან წნეხი. დაწყებულია საზღვაო ბლოკადა – მთლიანად ბლოკირებულია როგორც საზღვაო, ასევე სამდინარო პორტები შავ ზღვაზე და დუნაიზე, ინტენსიური თავდასხმები ხორციელდება როგორც შეაიარაღებულ რეზერვებზე, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო ლოჯისტიკაზე.

ამასთანავე, კიდევ ერთი კრიტიკული მოცემულობაა ისიც, რომ უკრაინას აღარ აქვს თავდაცვითი სარაკეტო სისტემები და ვეღარც დასავლეთი აწვდის. ფიზიკურად აღარ არის ეს რესურსი ევროპაში. შეერთებულ შტატებს აქვს, მაგრამ შეერთებულ შტატებს ეს თავისთვის სჭირდება ან ისრაელს უგზავნის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კიევის ცა რეალურად დაუცველია.

ეს სამხედრო წნეხი აიძულებს დასავლეთს, შეცვალოს რიტორიკა და გარკვეულწილად მოითხოვოს ან სურვილი გამოთქვას, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი ან მოლაპარაკება თუ დაიწყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრონტზე სამხედრო მოქმედებები შეჩერდება – პირიქით, რუსეთი გააგრძელებს საკუთარი მიზნების მიღწევას.

ბოლო კვირების განმავლობაში უკვე გვესმის, რომ თავად ევროპაში გაზრდილია აგრესიული რიტორიკა და საზოგადოების შემზადება იმისთვის, რომ ევროპას შესაძლოა, მოუწიოს ომი რუსეთთან. გარკვეულწილად, რაღაც პროვოკაციული ფაქტებიც გამოვლინდა – მაგალითად ის, რომ გერმანიაში, ლაიფციგში რუსული დრონები აღმოაჩინეს. ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან დივერსიული აქტები სამხრეთ ევროპაში, რაც ასევე არის ერთგვარი შემზადების პროცესი. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის რესურსები იწურება“, – განაცხადა შოთა თხელიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჯერჯერობით ამ ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. უკრაინას აღარ აქვს თავდაცვითი სარაკეტო სისტემები და ვეღარც დასავლეთი აწვდის. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის რესურსები იწურება და კიევის ცა რეალურად დაუცველია“
შოთა თხელიძე
„ალბათ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში დასავლეთში ერთ-ერთი მთავარი ნარატივი იყო: უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს, რუსეთს არ უნდა მიეცეს გამარჯვების საშუალება და დასავლეთი სადამდეც საჭიროა, იქამდე დაეხმარება უკრაინას. თუმცა დღეს ეს რიტორიკა შეცვლილია გამომდინარე იქიდან, თუ რა ხდება ფრონტზე და უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია რუსეთის მხრიდან წნეხი. დაწყებულია საზღვაო ბლოკადა – მთლიანად ბლოკირებულია როგორც საზღვაო, ასევე სამდინარო პორტები შავ ზღვაზე და დუნაიზე, ინტენსიური თავდასხმები ხორციელდება როგორც შეაიარაღებულ რეზერვებზე, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო ლოჯისტიკაზე. ამასთანავე, კიდევ ერთი კრიტიკული მოცემულობაა ისიც, რომ უკრაინას აღარ აქვს თავდაცვითი სარაკეტო სისტემები და ვეღარც დასავლეთი აწვდის. ფიზიკურად აღარ არის ეს რესურსი ევროპაში. შეერთებულ შტატებს აქვს, მაგრამ შეერთებულ შტატებს ეს თავისთვის სჭირდება ან ისრაელს უგზავნის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კიევის ცა რეალურად დაუცველია. ეს სამხედრო წნეხი აიძულებს დასავლეთს, შეცვალოს რიტორიკა და გარკვეულწილად მოითხოვოს ან სურვილი გამოთქვას, რომ ეს ომი შეჩერდეს. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი ან მოლაპარაკება თუ დაიწყო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრონტზე სამხედრო მოქმედებები შეჩერდება – პირიქით, რუსეთი გააგრძელებს საკუთარი მიზნების მიღწევას. ბოლო კვირების განმავლობაში უკვე გვესმის, რომ თავად ევროპაში გაზრდილია აგრესიული რიტორიკა და საზოგადოების შემზადება იმისთვის, რომ ევროპას შესაძლოა, მოუწიოს ომი რუსეთთან. გარკვეულწილად, რაღაც პროვოკაციული ფაქტებიც გამოვლინდა – მაგალითად ის, რომ გერმანიაში, ლაიფციგში რუსული დრონები აღმოაჩინეს. ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს თვეებში მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან დივერსიული აქტები სამხრეთ ევროპაში, რაც ასევე არის ერთგვარი შემზადების პროცესი. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის რესურსები იწურება“
შოთა თხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რამაზ საყვარელიძე რუსეთ-უკრაინის ომზე: „რთულია ამ ომის დასრულებაზე საუბარი, რადგან მას ძალიან ბევრი „გულშემატკივარი“ ჰყავს. სიტყვით ყველა ამბობს, რომ ომი არ უნდა, მაგრამ რეალურად ომის გაგრძელების ინტერესი აქვთ. მე მიჭირს იმ ქვეყნების დასახელება, რომლებიც დღეს რეალურად მშვიდობას გულშემატკივრობენ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები