პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექსპერტი შოთა თხელიძე: ჩინური ინტერესის შემოსვლა, გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან

ჩინური ინტერესის შემოსვლა საქართველოს უსაფრთხოების ბალიშს უქმნის, რათა ქვეყანა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს, აცხადებს ექსპერტი შოთა თხელიძე.

ექსპერტი შოთა თხელიძე: ჩინური ინტერესის შემოსვლა, გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან
იმედინიუსი

ჩინური ინტერესის შემოსვლა, გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა შოთა თხელიძემ.

მისივე თქმით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა საქართველოსთვის დღის წესრიგში დადგა, უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.

„ერთგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკით, რომელსაც აქამდე ატარებდა საქართველო, ჩვენს უსაფრთხოებას გამოწვევები ექნებოდა არამხოლოდ უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით, არამედ დღეს უკვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.

რეალურად ჩვენ რეგიონში ირანის სახით ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე გვყავს, რომელსაც აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს. შეგახსენებთ ირანელი მაღალჩინოსნების განცხადებებს: მის ახლო-მახლო რეგიონში ქვეყნები, რომლებიც იქნებიან გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის, ისინი ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდებიან.

ამიტომ ეს გამოწვევები, რომელიც ჩვენ შეგვექმნა ბოლო წლების განმავლობაში როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, ამან გვაიძულა, რომ ანგარიში გაგვეწია ამ საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესებისთვის. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენ ორმაგი უსაფრთხოების წნეხის ქვეშ ვიქნებოდით როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. ჩინური ინტერესის შემოსვლა, გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. ასე რომ, საკმაოდ რთული კონფიგურაცია დგება ჩვენ გარშემო, ტრანზიტული პერიოდი, სადაც ჯერჯერობით მყარი პოლიტიკა არ არსებობს“, - განაცხადა შოთა თხელიძემ.

მისივე თქმით, სანამ კონფლიქტები არ დასრულდება და ძალაუფლების ცენტრები არ გამოიკვეთება, იქამდე რთული იქნება საქართველომ გამოკვეთოს საგარეო პოლიტიკის ვექტორები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკით, რომელსაც აქამდე ატარებდა საქართველო, ჩვენს უსაფრთხოებას გამოწვევები ექნებოდა არამხოლოდ უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით, არამედ დღეს უკვე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. რეალურად ჩვენ რეგიონში ირანის სახით ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე გვყავს, რომელსაც აქტიური საგარეო პოლიტიკა აქვს. შეგახსენებთ ირანელი მაღალჩინოსნების განცხადებებს: მის ახლო-მახლო რეგიონში ქვეყნები, რომლებიც იქნებიან გამოყენებული ირანზე თავდასხმისთვის, ისინი ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდებიან. ამიტომ ეს გამოწვევები, რომელიც ჩვენ შეგვექმნა ბოლო წლების განმავლობაში როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, ამან გვაიძულა, რომ ანგარიში გაგვეწია ამ საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესებისთვის. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ჩვენ ორმაგი უსაფრთხოების წნეხის ქვეშ ვიქნებოდით როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. ჩინური ინტერესის შემოსვლა, გარკვეულწილად, უსაფრთხოების ბალიშს გვიქმნის, რომ არ აღმოვჩნდეთ საფრთხის ქვეშ როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან. ასე რომ, საკმაოდ რთული კონფიგურაცია დგება ჩვენ გარშემო, ტრანზიტული პერიოდი, სადაც ჯერჯერობით მყარი პოლიტიკა არ არსებობს“
შოთა თხელიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შოთა თხელიძე: პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები