პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შოთა თხელიძე: პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდეს

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი შოთა თხელიძე აცხადებს, რომ პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის როლში არაღმოჩენა უნდა იყოს. მისი შეფასებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

შოთა თხელიძე: პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდეს
იმედინიუსი

პტარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდეს, — განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა შოთა თხელიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც ახალ რეალობასთან ადაპტირებასა და ქვეყნის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.

„საერთაშორისო სისტემაში პროცესები ისე ვითარდება, რომ ჩვენ იძულებული ვიქნებოდით ანგარიში გაგვეწია ახლად წარმოქმნილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესებისთვის. ეს ბუნებრივი პროცესი იქნებოდა. შესაბამისად, სასურველი და მისაღებია ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ პროცესს ეხმიანება.

იქიდან გამომდინარე, რომ თუ ქვეყანა ამ პროცესს მიღმა დარჩებოდა, ეს გარდამავალი პერიოდი შესაძლოა მისთვის უფრო მტკივნეული ყოფილიყო. ზოგადად, პატარა ქვეყანას არ შეუძლია მსგავს გეოპოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ასე რომ, პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ობიექტის პოზიციაში არ აღმოჩნდეს, მსხვერპლად არ იქცეს და დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მათი ინტერესების მენიუში არ მოხვდეს“, — აღნიშნა თხელიძემ.

მისივე შეფასებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.

„ბუნებრივია, თავად ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკოსია და შესაძლოა მედიაში გამოხმაურებაც არ ყოფილა ისეთი, როგორსაც ეს ვიზიტი იმსახურებდა.

მოგეხსენებათ, ჩინეთი თითქმის ნომერი პირველი სახელმწიფოა, ხოლო ის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, გადაწყვეტილების მიმღებია. ჩენგის მიერ გაცხადებული ფრაზა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მათთვის ნომერი პირველი სახელმწიფოა ინტერესის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია. ეს შეგვიძლია აღვიქვათ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის კონტურების გამოკვეთად კავკასიის რეგიონის მიმართ.

აქამდე ჩინეთისთვისაც გარკვეულწილად უცხო იყო კავკასიის რეგიონი. ისინი მისი შესწავლის პროცესში არიან და ჩვენთვის მისაღებია, რომ ჩინეთი ჩვენი ქვეყნით ინტერესდება“, — განაცხადა თხელიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთაშორისო სისტემაში პროცესები ისე ვითარდება, რომ ჩვენ იძულებული ვიქნებოდით ანგარიში გაგვეწია ახლად წარმოქმნილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესებისთვის. ეს ბუნებრივი პროცესი იქნებოდა. შესაბამისად, სასურველი და მისაღებია ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ პროცესს ეხმიანება. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ქვეყანა ამ პროცესს მიღმა დარჩებოდა, ეს გარდამავალი პერიოდი შესაძლოა მისთვის უფრო მტკივნეული ყოფილიყო. ზოგადად, პატარა ქვეყანას არ შეუძლია მსგავს გეოპოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ასე რომ, პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ობიექტის პოზიციაში არ აღმოჩნდეს, მსხვერპლად არ იქცეს და დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მათი ინტერესების მენიუში არ მოხვდეს“
„ბუნებრივია, თავად ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკოსია და შესაძლოა მედიაში გამოხმაურებაც არ ყოფილა ისეთი, როგორსაც ეს ვიზიტი იმსახურებდა. მოგეხსენებათ, ჩინეთი თითქმის ნომერი პირველი სახელმწიფოა, ხოლო ის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, გადაწყვეტილების მიმღებია. ჩენგის მიერ გაცხადებული ფრაზა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მათთვის ნომერი პირველი სახელმწიფოა ინტერესის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია. ეს შეგვიძლია აღვიქვათ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის კონტურების გამოკვეთად კავკასიის რეგიონის მიმართ. აქამდე ჩინეთისთვისაც გარკვეულწილად უცხო იყო კავკასიის რეგიონი. ისინი მისი შესწავლის პროცესში არიან და ჩვენთვის მისაღებია, რომ ჩინეთი ჩვენი ქვეყნით ინტერესდება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო ფოჩხუა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორად მოხსენიებაზე: ერთი წინადადებით მაინც აღენიშნა ოპოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, მაგრამ არც შეიმჩნიეს, მათ ხომ საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობა არ ახარებთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები