პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაია - პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს - მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებაზე არ დააკმაყოფილა. რევაზ ნადარაიას განცხადებით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება „სამართლებრივი ნონსენსი“ იქნებოდა.

რევაზ ნადარაია - პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს - მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, ის პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენას სთხოვდა, არ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის პრინციპით მიიღო.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, მოცემულ ეტაპზე ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან, არც სამართლის ნორმებიდან და მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი.

„პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება საბოლოოა. გარემოებები შემდეგია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. თავისი არსითაც და შინაარსითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან. კონსტიტუციის კანონის სულისკვეთება რა არის, რომ იმავე აქტთან გადაწყვეტილებაშივე უნდა მოხდეს მსჯელობა იმის თაობაზე მოხდება თუ არა აქტის აღსრულების გადავადება. წინასწარ ეტაპზე, განჩინებით დაპირება იმისა, რომ მე შემდგომში გადავავადებ, ამას არც კონსტიტუცია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან, არც სამართლის ნორმებიდან და მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი. პლენუმის შემადგენლობა არის ერთსულოვანი“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს.

ნიკა გვარამიას თქმით, შუამდგომლობის ძირითადი საგანი შედეგის დადგომის დროა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს შუამდგომლობა არ ეხება და მოთხოვნილი ვადა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან აითვლება. ამასთან, გვარამია აზუსტებს, რომ შუამდგომლობა არც სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინია და არც რაიმე გარემოების აღიარება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება საბოლოოა. გარემოებები შემდეგია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. თავისი არსითაც და შინაარსითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან. კონსტიტუციის კანონის სულისკვეთება რა არის, რომ იმავე აქტთან გადაწყვეტილებაშივე უნდა მოხდეს მსჯელობა იმის თაობაზე მოხდება თუ არა აქტის აღსრულების გადავადება. წინასწარ ეტაპზე, განჩინებით დაპირება იმისა, რომ მე შემდგომში გადავავადებ, ამას არც კონსტიტუცია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან, არც სამართლის ნორმებიდან და მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი. პლენუმის შემადგენლობა არის ერთსულოვანი“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პარტიების აკრძალვის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების ერთიანი თარიღი და მინიმუმ ერთთვიანი ვადა დაადგინოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები