პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც პარტიების შესაძლო აკრძალვისას გადაწყვეტილების აღსრულების მინიმუმ ერთთვიანი ვადით გადავადებას ითხოვდა.

მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით
რუსთავი 2

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა უკვე 6 საათია გრძელდება. დღეს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლეთა პლენუმმა არ დააკმაყოფილა "კოალიცია ცვლილებისთვის" შუამდგომლობა, პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ერთიანი თარიღისა და მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს, მოცემულ ეტაპზე, იმის დაკმაყოფილება, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან.

"კოალიცია ცვლილებებისათვის" გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის სწორედ ამ მეხუთე ნაწილის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. და ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამავე აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან.

აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ რა საფუძვლით ხდება გადაწყვეტილების შედეგამდე მისვლა. ცალკე განჩინებით, წინასწარ ეტაპზე, დაპირება იმისა, რომ მე შემდგომში გადავავადებ, ასეთ რამეს არც კონსტიტუცია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს", – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია - პლენუმმა დაადგინა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს - მისი დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისაკონსტიტუციომ ოპოზიციის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კოალიცია ცვლილებებისათვის" გაჟღერებული შუამდგომლობა, რასაც მხარს უჭერს ყველა მოპასუხე მხარე, არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის სწორედ ამ მეხუთე ნაწილის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, არაკონსტიტუციურად ცნობილი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა გვიანდელ ვადას. და ამავეს ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილი. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამავე აქტით არ არის სხვა ვადა დადგენილი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ ეტაპზე დაკმაყოფილება იმისა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა გადავადდეს და ამის შესახებ გამოტანილ იქნეს შესაბამისი განჩინება, შეუსაბამოდ მიაჩნია როგორც კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონთან. აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ რა საფუძვლით ხდება გადაწყვეტილების შედეგამდე მისვლა. ცალკე განჩინებით, წინასწარ ეტაპზე, დაპირება იმისა, რომ მე შემდგომში გადავავადებ, ასეთ რამეს არც კონსტიტუცია და არც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი არ ითვალისწინებს“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გვარამია პლენუმისგან ითხოვს, წინასწარ განისაზღვროს ვადები, პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, როდის დაიწყება აღსრულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები