პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - თუ „კოალიცია ცვლილებების“ შუამდგომლობას საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, ე.ი პლენუმი წინასწარ იტყვის, რას წერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს

საკონსტიტუციო სასამართლოკოალიცია ცვლილებისთვის

არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას შუამდგომლობის დაკმაყოფილება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების წინასწარ გამოცხადებას ნიშნავს. გვარამიას თქმით კი, ბუნებაში არარსებული მოვლენა ხუთი პარტიის ერთ პროცესში აკრძალვაა.

არჩილ გორდულაძე - თუ „კოალიცია ცვლილებების“ შუამდგომლობას საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, ე.ი პლენუმი წინასწარ იტყვის, რას წერს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარ უნდა თქვას, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და არ შედის ძალაში. წინასწარ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა თქვას და დასაშვებად გახადოს, რომ მისი გადაწყვეტილება შესაძლებელია სადმე გასაჩივრდეს - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრი, არჩილ გორდულაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობას, რომელიც პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენას სთხოვდა.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, თუ ამ შუამდგომლობას საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, ე.ი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი წინასწარ იტყვის გადაწყვეტილებაში სარეზოლუციო ნაწილში რას ჩაწერს.

„ჯერ არ არსებობს ასეთი შემთხვევა, მხარეს შუამდგომლობა დაეყენებინოს სასამართლოსთვის, რომ წინასწარ სასამართლოს ეთქვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში. როდესაც მხარე აყენებს შუამდგომლობას და ხუთივე მოპასუხე აყენებს ამ შუამდგომლობას, იმსჯელოს სასამართლომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ან ერთთვიანი ვადა ჩაწეროს, თუ არ ჩაწეროს, სასამართლო თუ დააკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას, ე.ი წინასწარ გამოხატავს პოზიციას, რომ აუცილებლად ჩაწერს X ან Y ვადას. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. თვითონვე კარგად იცის. მხარე სასამართლოს რა მდგომარეობაში აყენებს, რომ სასამართლომ წინასწარ უნდა თქვას გადაწყვეტილებაში სარეზოლუციო ნაწილში რას ჩაწერს. ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

თუ ამ შუამდგომლობას საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, ე.ი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი წინასწარ იტყვის გადაწყვეტილებაში სარეზოლუციო ნაწილში რას ჩაწერს. საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარ უნდა თქვას, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და არ შედის ძალაში. წინასწარ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა თქვას და დასაშვებად გახადოს, რომ მისი გადაწყვეტილება შესაძლებელია სადმე გასაჩივრდეს.

თქვენ მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება თავისი შინაარსით ზუსტად იმას იტყვის, რომ დიახ, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოზე მაღლა მდგომი ინსტანცია. თქვენ მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მის ნაწილს, რაც პროცესუალურადაც გამორიცხულია“,- განაცხადა გორდულაძემ.

გორდულაძეს დარბაზშივე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

„თუ რამ არ არსებობს ბუნებაში და არსად საერთოდ, თუ რამეზე შეიძლება ითქვას ბუნებაში არ არსებობსო, ეს არის ხუთი სხვადასხვა პარტიის ერთი პროცესის ფარგლებში აკრძალვა. ეს დანამდვილებით ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჯერ არ არსებობს ასეთი შემთხვევა, მხარეს შუამდგომლობა დაეყენებინოს სასამართლოსთვის, რომ წინასწარ სასამართლოს ეთქვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში. როდესაც მხარე აყენებს შუამდგომლობას და ხუთივე მოპასუხე აყენებს ამ შუამდგომლობას, იმსჯელოს სასამართლომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ან ერთთვიანი ვადა ჩაწეროს, თუ არ ჩაწეროს, სასამართლო თუ დააკმაყოფილებს ამ შუამდგომლობას, ე.ი წინასწარ გამოხატავს პოზიციას, რომ აუცილებლად ჩაწერს X ან Y ვადას. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. თვითონვე კარგად იცის. მხარე სასამართლოს რა მდგომარეობაში აყენებს, რომ სასამართლომ წინასწარ უნდა თქვას გადაწყვეტილებაში სარეზოლუციო ნაწილში რას ჩაწერს. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. თუ ამ შუამდგომლობას საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს, ე.ი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი წინასწარ იტყვის გადაწყვეტილებაში სარეზოლუციო ნაწილში რას ჩაწერს. საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარ უნდა თქვას, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და არ შედის ძალაში. წინასწარ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა თქვას და დასაშვებად გახადოს, რომ მისი გადაწყვეტილება შესაძლებელია სადმე გასაჩივრდეს. თქვენ მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება თავისი შინაარსით ზუსტად იმას იტყვის, რომ დიახ, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოზე მაღლა მდგომი ინსტანცია. თქვენ მიერ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მის ნაწილს, რაც პროცესუალურადაც გამორიცხულია“
„თუ რამ არ არსებობს ბუნებაში და არსად საერთოდ, თუ რამეზე შეიძლება ითქვას ბუნებაში არ არსებობსო, ეს არის ხუთი სხვადასხვა პარტიის ერთი პროცესის ფარგლებში აკრძალვა. ეს დანამდვილებით ბუნებაში არ არსებობს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციომ გვარამიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები