პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის მთავრობის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ხუთ ელექტროქვესადგურს დაარტყეს

უკრაინის ოთხ ოლქში რუსეთის ჯარებმა ხუთ მსხვილ ელექტროქვესადგურს დაარტყეს, რის გამოც რამდენიმე რეგიონში ავარიული გათიშვის რეჟიმი ამოქმედდა.

უკრაინის მთავრობის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ხუთ ელექტროქვესადგურს დაარტყეს
რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკის ინფორმაციით, დარტყმა იყო ხუთ მსხვილ ელექტროქვესადგურზე პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და კიროვოგრადის ოლქებში.

რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის ე.წ. ავარიული გათიშვის რეჟიმი ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ ვეღარ ხერხდება ენერგომომარაგების გრაფიკის დაცვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს ელექტროქვესადგურებს, რომლებსაც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მომარაგებისთვის იყენებენ. რუსეთი არაფერს ამბობს სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანზე.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, კიროვოგრადის ოლქში დარტყმა იყო სავაჭრო ცენტრ „ეპიცენტრზეც”, რომელსაც მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა. დაშავდა ორი ადამიანი. ვინიცის ოლქში ერთ-ერთ საწარმოზე შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.

უკრაინაში მოქმედებს ენერგომომარაგების გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანია ხშირად ვერ იცავს სისტემაში მწვავე პრობლემების გამო.

უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის დაპატიმრების ორდერები.

თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა ელექტროსადგურები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები.

რუსეთი უკრაინის ამ შეტევებს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო უკრაინა - თავდაცვის უფლების რეალიზაციას.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AXIOS: თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდებაწაიკითხე

უახლესი ამბები