რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს
რუსეთის ჯარებმა კიევისა და სუმის ოლქებში ენერგოინფრასტრუქტურას დრონებითა და ავიაბომბებით დაარტყეს, რამაც ენერგომომარაგება შეწყვიტა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შედეგად ქვეყანაში ყველა ელექტროსადგური ასე თუ ისე დაზიანებულია.

კიევის ოლქის ბილოცერკვის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ენერგეტიკის ინფრასტრუქტუარს სამი რეაქტიული დრონით შეუტიეს. მიმდინარეობს მუშაობა შეწყვეტილი ენერგომომარაგების აღსადგენად.
ადგილობრივ ადმინისტარციას არ დაუკონკრეტებია ენერგოობიექტი, რომელზეც დარტყმა იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 6 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, კიევის ოლქის ამ რაიონში დრონებით შეუტიეს „ენერგიის შემნახველ აკუმულატორების პარკს, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს“.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიაციამ ფუგასური საავიაციო ბომბით დაარტყა ელექტროქვესადგურს სუმის რაიონში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს ესპანეთში, იბერო-ამერიკულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა ელექტროსადგური ასე თუ ისე დაზიანებულია რუსეთის შეტევების შედეგად. ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთი რაკეტებს და დრონებს იყენებს დარტყმებისთვის იმ ენერგოდანადგარებზეც, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მუშაობა.
უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მოუწოდა ტრანსფორმატორებით, კაბელებით, გენერატორებითა და ელექტროტექნიკური დანადგარებით უკრაინის დახმარებისკენ.
რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.
უკრაინაში მოქმედებს ენერგომომარაგების გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანია ხშირად ვერ იცავს სისტემაში მწვავე პრობლემების გამო.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის დაპატიმრების ორდერები.
თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა ელექტროსადგურები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები.
რუსეთი უკრაინის ამ შეტევებს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო უკრაინა - თავდაცვის უფლების რეალიზაციას.
ციტატები სტატიიდან
„ენერგიის შემნახველ აკუმულატორების პარკს, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…