პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობაზე პლენუმის გადაწყვეტილება ცნობილია

ლელოსაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე რევაზ ნადარაიას განცხადებით, მხარეებს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების განხილვის შესაძლებლობა მიეცემათ.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობაზე პლენუმის გადაწყვეტილება ცნობილია
TV პირველი

"ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობაზე პლენუმის გადაწყვეტილება ცნობილია - თათბირის შემდეგ, პლენუმმა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კერძოდ, როგორც მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, სხდომაზე განხიკლვების მიმდინარეობისას სარჩელში მითითებულ სტატიის ბმულებს არ განიხილავენ, ასევე არ იქნება გამოკვლელი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებიდა ძალაში შესული სასამართლო აქტები.

რაც შეეხება მოთხოვნის დაკმაყოფილებულ ნაწილს - როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების განხილვის შესაძლებლობა მხარეებს სხდომაზე მიეცემათ.

"ძლიერმა საქართველომ" პლენუმისგან დღეს მტკიცებულებათა გამოკვლევა და პროცესში მხარეების მონაწილეობა მოითხოვა

სარჩელზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა - სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტ-ბმულის სასამართლო პროცესზე დემონტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ასევე სასამართლო სხდომაზე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისიწნებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას, ასევე საქმის განხილვის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას, როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოო და გადასინჯვას არ ექვემდებარება", - თქვა რევაზ ნადარაიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმმა "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მიმდინარეობს პარტიების დახვრეტა" - "ძლიერი საქართველო" პლენუმისგან მტკიცებულებათა გამოკვლევას და პროცესში მხარეების მონაწილეობას მოითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები