ბიზნესმენი, რომლის კომპანიაც პატიმრებისთვის ობიანი და მატლიანი საკვების მიწოდებაშია ბრალდებული, ამტკიცებს, რომ ახალი ტენდერი “წესების დაცვით“ მოიგო
ბიზნესმენი იაშა ჩაჩუა, რომლის კომპანიაც პატიმრებისთვის უხარისხო საკვების მიწოდებაშია ბრალდებული, ამტკიცებს, რომ რუსთავის სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი კანონის დაცვით მოიგო.

ბიზნესმენი, იაშა ჩაჩუა, რომლის კომპანიაც პატიმრებისთვის ობიანი და მატლიანი საკვების მიწოდებაშია ბრალდებული, ამტკიცებს, რომ სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი “წესების დაცვით“ მოიგო.
რაც არსებობს კანონმდებლობა, იმის წესების დაცვით, დანარჩენს ნახავთ სისტემაში ყველაფერს, - უთხრა მან “პირველებს“.
ამის შემდეგ მას ჟურნალისტმა წინა კონტრაქტი შეახსენა, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ კომპანიას სისტემატური დარღვევების გამო შეუჩერდა, [საუბარია ციხეებში უვარგისი საკვების შეტანაზე] თუმცა, ჩიჩუამ თქვა, რომ „რაღაც ეშლება“.
დარწმუნებული ვარ, რაღაც გეშლებათ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია იაშა ჩაჩუას კომპანია „ილი ჯგუფზე“, რომელსაც ციხის კვების კონტრაქტი სისტემატური დარღვევების გამო შეუწყვიტეს. ამავე კვლევის თანახმად, შვიდი თვის შემდეგ იმავე ბიზნესმენის მეორე კომპანიამ რუსთავის სოციალური სასადილოების თითქმის 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო, კონკურენტის გარეშე.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლიდან რუსთავის სოციალური სასადილოების შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. ბოლო ხუთში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლიათ. ამ კონტრაქტების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო
ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI
„ბიზნესმენი, რომელიც პატიმრებს მატლიანი და ობიანი საკვებით ამარაგებდა, 3 მლნ-იანი ტენდერი მოიგო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…