პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, ბიზნესმენ იაშა ჩაჩუას კომპანიამ რუსთავის სოციალური სასადილოების თითქმის 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო მას შემდეგ, რაც მის მეორე ფირმას ციხეების ობიანი და მატლიანი საკვებით მომარაგების გამო კონტრაქტი შეუწყვიტეს.

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო - TI
TV პირველი

ბიზნესმენმა, რომელიც პატიმრებს ობიანი და მატლიანი საკვებით ამარაგებდა, სოციალური სასადილოების 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, იაშა ჩაჩუას ერთ-ერთ კომპანია „ილი ჯგუფს“ ციხის კვების კონტრაქტი სისტემატური დარღვევების გამო შეუწყვიტეს, ხოლო შვიდი თვის შემდეგ იმავე ბიზნესმენის მეორე კომპანიამ რუსთავის სოციალური სასადილოების თითქმის 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო, კონკურენტის გარეშე.

ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლიდან რუსთავის სოციალური სასადილოების შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. კონტრაქტების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია.

პატიმრების საკვებში ხოჭო, მატლები, ობი და ტარაკანი აღმოჩნდა. იაშა ჩაჩუას კომპანია „ილი ჯგუფს“ ციხის კვების კონტრაქტი სისტემატური დარღვევების გამო შეუწყვიტეს. შვიდი თვის შემდეგ კი იმავე ბიზნესმენის მეორე კომპანიამ რუსთავის სოციალური სასადილოების თითქმის 3-მილიონიანი ტენდერი მოიგო, კონკურენტის გარეშე.

2026 წლის მარტისთვის ციხეებში კვების ხელშეკრულების 375 დარღვევა იყო გამოვლენილი, კომპანიას კი 34.9 მილიონი ლარის პირგასამტეხლო ჰქონდა დაკისრებული. დარღვევების მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ილი ჯგუფს“ მხოლოდ გაფრთხილება მისცა და შავ სიაში არ შეიყვანა.

პრობლემები არც რუსთავის სოციალური სასადილოებისთვის იყო უცხო: 2021 წელს ბენეფიციარები ლობიოში ქვებსა და მატლებზე, ასევე დაობებულ პურზე ჩიოდნენ. მაშინ ამ სასადილოებს სწორედ ჩაჩუას „ილი ჯგუფი“ ემსახურებოდა.

2021 წლიდან რუსთავის სოციალური სასადილოების შვიდივე ტენდერი ჩაჩუას კომპანიებმა მოიგეს. ბოლო ხუთში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლიათ. ამ კონტრაქტების ჯამური ღირებულება 15.5 მილიონი ლარია, - წერია კვლევაში.

კვლევა ვრცლად იხილეთ ბმულზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიპატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგო
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პატიმრებისთვის ობიანი საკვების მიმწოდებელმა სოციალური სასადილოების მომარაგების ტენდერი მოიგოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები