პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობა

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიუსელიდან ევროკავშირის დედაქალაქებში მითითებები გაიცემა, რათა საქართველოს დელეგაციებთან შეხვედრები დაბლოკონ. მისი თქმით, ეს არის ბრიუსელის შურისძიება იმის გამო, რომ არჩევნებში „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდა.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან
პირველი არხი

ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჩეხეთში განუცხადა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ.

„ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გავმართეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან, მათ შორის პირველ ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. პირველ ყოვლისა, ყველა შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხებოდა, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები დაბლოკოს. სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან დედაქალაქებში პირდაპირი მითითებები გაიცემა, რათა საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან შეხვედრები არ გაიმართოს. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ. ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარი და ფასეულია, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ გადაჰყვეს.

სამწუხაროა, რომ ბრიუსელი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს იმის გამო, რომ 2024 წელს მათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარე დაიჭირეს და ხელისუფლებაში მისი დაბრუნება სურდათ, თუმცა მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში დამარცხდნენ. რასაც ორი წელია ვუყურებთ, ეს არის შურისძიება ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებითა და საარჩევნო პროცესის გვერდის ავლით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანონ. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები და, პირიქით, ჩვენს პარტნიორებთან ისინი კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, მათ შორის ჩეხეთის შემთხვევაშიც.

„ჩეხეთი ნედლი ნავთობის იმპორტის 40%-ს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით იღებს. სულ ახლახან ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც გაზი შუა დერეფნისა და საქართველოს გავლით საბოლოოდ ჩეხეთს მიეწოდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ორმხრივი ურთიერთობები მაქსიმალურად მჭიდრო და მეგობრული იყოს. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ საიმედო პარტნიორები ვართ. ამ მხრივ გვიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც სათანადო პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს.

შეხვედრების ფონზე მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობაც. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და იმედი მაქვს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში უახლოეს მომავალში გვეწვევა და შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი საუბარი უკვე საქართველოში გავაგრძელოთ. განწყობა ძალიან პარტნიორულია, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობის დონეზე. ჩვენ სრული მზაობა და გახსნილობა ვნახეთ ორმხრივი ურთიერთობისთვის, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობები უფრო მეტად გავაძლიეროთ. ვინაიდან ხედავენ, რომ ბრიუსელიდან ვერ გვაზიანებენ და მათ შეფასებებს, განცხადებებს უკვე ყავლი გაუვიდა, ცდილობენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დააზიანონ. სასწაულია, როცა ასეთ მავნებლობას ვხედავთ. როგორ შეიძლება, ორგანიზაცია ასე იქცეოდეს, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა, მშვიდობის, დიალოგისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და დღეს, ცდილობს, კანდიდატი ქვეყანა დააზიანოს იმის გამო, რომ არჩევნების დროს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ მოიყვანეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს დელეგაციებთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ საბჭოთა მიდგომას ყველა არ იზიარებს - შალვა პაპუაშვილი
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები”
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან - საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ბევრია ნამდვილი ევროპელი და ამ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს
  4. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი ჩეხეთში ვიზიტის შესახებ: “ყველგან საუბარი გვქონდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაცია, ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან”
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩეხეთის რესპუბლიკაში შეხვედრები გავმართეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან, მათ შორის პირველ ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან. პირველ ყოვლისა, ყველა შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხებოდა, რადგან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები დაბლოკოს. სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან დედაქალაქებში პირდაპირი მითითებები გაიცემა, რათა საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან შეხვედრები არ გაიმართოს. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ. ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარი და ფასეულია, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ გადაჰყვეს. სამწუხაროა, რომ ბრიუსელი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს იმის გამო, რომ 2024 წელს მათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარე დაიჭირეს და ხელისუფლებაში მისი დაბრუნება სურდათ, თუმცა მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში დამარცხდნენ. რასაც ორი წელია ვუყურებთ, ეს არის შურისძიება ქართველი ხალხისა და საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებითა და საარჩევნო პროცესის გვერდის ავლით კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანონ. ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები და, პირიქით, ჩვენს პარტნიორებთან ისინი კიდევ უფრო გავაღრმაოთ“
„ჩეხეთი ნედლი ნავთობის იმპორტის 40%-ს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით იღებს. სულ ახლახან ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც გაზი შუა დერეფნისა და საქართველოს გავლით საბოლოოდ ჩეხეთს მიეწოდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ორმხრივი ურთიერთობები მაქსიმალურად მჭიდრო და მეგობრული იყოს. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ საიმედო პარტნიორები ვართ. ამ მხრივ გვიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც სათანადო პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. შეხვედრების ფონზე მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობაც. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და იმედი მაქვს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში უახლოეს მომავალში გვეწვევა და შესაძლებლობა გვექნება, ჩვენი საუბარი უკვე საქართველოში გავაგრძელოთ. განწყობა ძალიან პარტნიორულია, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობის დონეზე. ჩვენ სრული მზაობა და გახსნილობა ვნახეთ ორმხრივი ურთიერთობისთვის, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობები უფრო მეტად გავაძლიეროთ. ვინაიდან ხედავენ, რომ ბრიუსელიდან ვერ გვაზიანებენ და მათ შეფასებებს, განცხადებებს უკვე ყავლი გაუვიდა, ცდილობენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დააზიანონ. სასწაულია, როცა ასეთ მავნებლობას ვხედავთ. როგორ შეიძლება, ორგანიზაცია ასე იქცეოდეს, რომელიც მშვიდობის პროექტად სახელდებოდა, მშვიდობის, დიალოგისა და თანამშრომლობისთვის შეიქმნა და დღეს, ცდილობს, კანდიდატი ქვეყანა დააზიანოს იმის გამო, რომ არჩევნების დროს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ მოიყვანეს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრის მთავარი დასკვნა ის არის, რომ ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ბრიუსელი ატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები