პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთში ვიზიტის შესახებ: “ყველგან საუბარი გვქონდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაცია, ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან”

საქართველოს პარლამენტითავდაცვის სამინისტრონაციონალური მოძრაობა

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელი ევროკავშირის წევრ დედაქალაქებს საქართველოს დელეგაციებთან შეხვედრების დაბლოკვის მითითებებს აძლევს, რასაც ქართველ ხალხზე შურისძიებას უწოდებს.

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთში ვიზიტის შესახებ: “ყველგან საუბარი გვქონდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაცია, ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან”
POSTV

„საკმაოდ დატვირთული დღე გვქონდა, პარლამენტში შეხვედრები, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან შეხვედრები, პირველ ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები”, – განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებს.

“ჩვენ ყველგან საუბარი გვქონდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩვენ სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაცია, ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან.

საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ მართლა საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს ყველა. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი და ფასეული, რომ ბრიუსელის ამ ანტიქართულ პოლიტიკას არ გადაჰყვეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობები.

სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ცდილობს საქართველოს და ქართველი ხალხის დაზიანებას მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ 2024 წელს მათ დაიჭირეს კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ მხარე და სურდათ მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. დამარცხდნენ მათ მიერვე რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ორი წელია, ეს არის შურისძიება ქართველ ხალხზე და საქართველოზე იმისთვის, რომ არადემოკრატიული მეთოდებით და არჩევნების გვერდის ავლით, ხელისუფლებაში მოიყვანონ კვლავ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა“.

ამიტომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მავნე პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები; პირიქით, უნდა გავაღრმაოთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობები.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? – ჩვენ როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი რგოლი, მათ შორის, მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის ეკონომიკურ თუ ენერგოუსაფრთხოებაში. მათ შორის, ჩეხეთის შემთხვევაშიც, ჩეხეთი ნედლი ნავთობის იმპორტის 40 პროცენტს იღებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით. სულ ახლახან გაფორმდა ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე შუა დერეფნით, საქართველოს გავლით ჩავა, საბოლოო ჯამში, ჩეხეთში.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები იყოს რაც შეიძლება ახლო და მეგობრული. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ საიმედო პარტნიორობას ჩვენი მხრიდან და ამ მხრივ, გვიხარია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთანაც სათანადო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.

ამ შეხვედრების ფონზე, მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობაც. მე ჩემი კოლეგა მოვიწვიე საქართველოში და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში პარლამენტის თავმჯდომარე გვეწვევა საქართველოში და შესაძლებლობა გვექნება, უკვე საქართველოში გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობობრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს დელეგაციებთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ საბჭოთა მიდგომას ყველა არ იზიარებს - შალვა პაპუაშვილი
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი: “ვხედავთ აშკარა მცდელობას ბრიუსელიდან, დააზიანონ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ჩეხეთში ვნახეთ სრული გახსნილობა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ ასე შევეცდებით, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში [ვიზიტებით და დიალოგით] გავაძლიეროთ ურთიერთობები”
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან არის მითითებები დედაქალაქებში, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან - საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ბევრია ნამდვილი ევროპელი და ამ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებს
  4. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ჩეხეთის პარლამენტში შეხვედრის მთავარი დასკვნა ის არის, რომ ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ბრიუსელი ატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები