პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა თანასწორობაზეა დამყარებული, ბრიუსელი კი ქედმაღლურად და ჭკუის სწავლებით ცდილობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების თავზე მოხვევას.

შალვა პაპუაშვილი: არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან
იმედინიუსი

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და ეს პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და საქართველო ძლიერდება, - განუცხადა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის მათი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო იკავებს ძლიერ პოზიციებს როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში.

„ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებს შორის არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ ამის წარმოდგენით, ცდილობს, რომ თავს მოგვახვიოს, სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში სწორედ ამ განწყობით იყო ყველა ეს შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშოა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას გარედან დავალებული აქვს მიღებული, წარმოაჩინონ, რომ საქართველო დამოკიდებული უნდა იყოს ცალკეულ მარგინალურ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე.

„იქედან რა დაკვეთა შემოუვათ, ის უნდა ასრულოს საქართველომ და უნდა იყოს ინსტრუმენტი და იარაღი სხვის ხელში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ - ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სანიმუშოა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებს შორის არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ ამის წარმოდგენით, ცდილობს, რომ თავს მოგვახვიოს, სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში სწორედ ამ განწყობით იყო ყველა ეს შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშოა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ“
„იქედან რა დაკვეთა შემოუვათ, ის უნდა ასრულოს საქართველომ და უნდა იყოს ინსტრუმენტი და იარაღი სხვის ხელში“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: „ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები