პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა თანასწორია და პეკინს არასდროს ჰქონია ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირს აქვს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგიონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში განხორციელდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება, რაც

"ქართული ოცნების" და ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის არის თანასწორი, პარტნიორულ პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა და არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი ქედმაღლური მიდგომა, როგორიც ევროკავშირის მხრიდან არის.

"ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და ეს პირველი ვიზიტი, რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და საქართველო ძლიერდება. ეს არის სწორედ "ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო იკავებს ძლიერ პოზიციებს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში და ამ მხრივ ეს არის სწორედ დასტური ჩვენი წარმატებული პოლიტიკისა.

მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებს შორის, არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორ, პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოს და ქართველი ხალხის რაღაც დაკნინებულად წარმოდგენით და თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, ამის წარმოდგენით ცდილობს თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ჩინეთის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში, სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშო არის ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ - ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სანიმუშოა
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და ეს პირველი ვიზიტი, რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და საქართველო ძლიერდება. ეს არის სწორედ "ქართული ოცნების" და ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო იკავებს ძლიერ პოზიციებს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში და ამ მხრივ ეს არის სწორედ დასტური ჩვენი წარმატებული პოლიტიკისა. მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებს შორის, არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორ, პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოს და ქართველი ხალხის რაღაც დაკნინებულად წარმოდგენით და თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, ამის წარმოდგენით ცდილობს თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩინეთის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში, სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშო არის ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ“
შალვა პაპუაშვილი
„და ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო იკავებს ძლიერ პოზიციებს, როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში და ამ მხრივ ეს არის სწორედ დასტური ჩვენი წარმატებული პოლიტიკისა. მეორეს მხრივ, ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებს შორის, არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორ, პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოს და ქართველი ხალხის რაღაც დაკნინებულად წარმოდგენით და თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, ამის წარმოდგენით ცდილობს თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩინეთის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში, სწორედ ამ განწყობით იყო ყველა შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშო არის ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბრიუსელიდან არის პირდაპირი მითითებები, რომ არ იყოს შეხვედრები საქართველოს დელეგაციებთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ნამდვილი ევროპელი და ბრიუსელის ამ საბჭოთა მიდგომას ყველა არ იზიარებს - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები