პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე - ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული - მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ზემოდან ყურება და ბრძანებების გაცემა

ქართული ოცნება

კახა კალაძის განცხადებით, მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და არა „ზემოდან ყურება და ბრძანებების გაცემა“, ხოლო ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების შელახვის ხარჯზე ურთიერთობების გადატვირთვას არ დაუშვებს.

კახა კალაძე - ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული - მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ზემოდან ყურება და ბრძანებების გაცემა
ინტერპრესნიუსი

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და ვიღაცა დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ - ასე არ გამოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიწვევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, პარტნიორობა და მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და „არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა და ამის შესრულება“.

„ევროპა რატომ გვინდა?! მთავარი მიზანი იყო თავისუფლება. თუ იგივე მეთოდებით აგრძელებენ დავალებების მიცემას, რომელიც თავიდანვე იცი რომ დამაზიანებელია, პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ, იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს მაგალითად, სანქციებზე მიერთება. ხომ ვიცით რომ ეს დამაზიანებელი იქნება ეკონომიკისთვის, უბრალო ადამიანისთვის?! ბევრი ასეთი საკითხია, იგივე კანონებთან დაკავშირებით. „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით გვიკრძალავენ, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ კი იმავეს აკეთებენ. საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია, გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან მოდის,“ - განაცხადა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა და ამის შესრულება“
„ევროპა რატომ გვინდა?! მთავარი მიზანი იყო თავისუფლება. თუ იგივე მეთოდებით აგრძელებენ დავალებების მიცემას, რომელიც თავიდანვე იცი რომ დამაზიანებელია, პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ, იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადაგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს მაგალითად, სანქციებზე მიერთება. ხომ ვიცით რომ ეს დამაზიანებელი იქნება ეკონომიკისთვის, უბრალო ადამიანისთვის?! ბევრი ასეთი საკითხია, იგივე კანონებთან დაკავშირებით. „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით გვიკრძალავენ, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ კი იმავეს აკეთებენ. საზოგადოებას ძალიან მარტივად შეუძლია, გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან მოდის,“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები