პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს – მას 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან

საქართველოს პროკურატურა

„საფარის“ ინფორმაციით, მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე ჩადენილი სექსუალური ძალადობისთვის. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბრალდებული დღემდე ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას.

მასწავლებელს ბრალი წარუდგინეს – მას 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან
ბათუმელები

30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის ბრალი წარედგინა მასწავლებელს – ინფორმაციას ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაცია, „საფარი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 1 წლის წინ მათ ქალმა მიმართა და 30 წლის წინ მომხდარი დანაშაულის შესახებ უამბო. ქალი მაშინ 7 წლის იყო. ის ჰყვება, რომ მასზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ.

„საფარის“ იურისტთან, მარი ვარამაშვილთან დაზარალებულის 1-წლიანი მუშაობის შემდეგ კაცს ბრალი წარუდგინეს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“, – წერია „საფარის“ განცხადებაში.

ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მასწავლებლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ, 10 ნოემბერს იმსჯელებს. ​ორგანიზაციის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა. პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"60+ კაცი მოზარდზე რამდენიმე წელი ძალადობდა, აგვისტოში გააუპატიურა" - 1 პირს ბრალი წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები