„საფარი“ - ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა
„საფარის“ ცნობით, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მასწავლებელს, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ 7 წლის მოსწავლეზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის განცხადებით, ბრალდებული დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.
„ერთი წლის წინ, საფარს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.
პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა. საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„საფარის“ ინფორმაციით, 10 ნოემბერს სასამართლო რისკებს შეაფასებს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.
„საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - აღნიშნავს „საფარი“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიამასწავლებელს ბრალი წარუდგინეს – მას 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან
საფარი: ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა
მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ბრალი წარედგინა – საფარი
საფარი: მასწავლებელი 30 წლის წინ 7 წლის ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, მას ბრალი წარედგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…